"ის აქ არის და ის იდეალურია" - "ლიონმა" მიქაუტაძე წარადგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ოლიმპიკმა" კლუბის საიტით დაადასტურა. ფორვარდმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ის აქ არის და ის იდეალურია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ლიონის" ოფიციალურ გვერდზე.

"მეცი" ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს, აგრეთვე შეიძლება დამატებით მაქსიმუმ 4.5 მილიონს და 15%-ს შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის ტრანსფერი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაშლის პირას იყო, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურდა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.


მკითხველის კომენტარები / 6 /
მთავარია ბედნიერი იყვეს მშობლიურ ლიონში. ვულოცავ!
გააგრძელე ბურთებით კარების გავსება)
მთავარია ჩვენ ვიყვეთ ბედნიერები მაგის ნაკრებში თამაშით!
ღმერთი ჩვენსკენ იყვეს!
გია_544
21:23 18-07-2024
1
გიორგის ვულოცავ ყველა ჩვენთაგანის სახელით და წარმატებებს ვუსურვებ მთელი სპორტული მორვაწეობის ფარგლებში
შალვა
19:36 18-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული