"ის აქ არის და ის იდეალურია" - "ლიონმა" მიქაუტაძე წარადგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ოლიმპიკმა" კლუბის საიტით დაადასტურა. ფორვარდმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ის აქ არის და ის იდეალურია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ლიონის" ოფიციალურ გვერდზე.
"მეცი" ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს; აგრეთვე, შეიძლება დამატებით მაქსიმუმ 4.5 მილიონს და 15%-ს შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის ტრანსფერი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაშლის პირას იყო, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურდა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.


მკითხველის კომენტარები / 20 /
გიორგის ვულოცავ ყველა ჩვენთაგანის სახელით და წარმატებებს ვუსურვებ მთელი სპორტული მორვაწეობის ფარგლებში
შალვა
19:36 18-07-2024
0
მეცში უნიჭო პარტნიორებთან ახერხებდა ამადენი გოლის გატანას, ლიონში უეჭველი ბომბარდირი გახება! წარმატებები ჟორჟ!
ირაკლი
19:06 18-07-2024
2

სიახლეები პოპულარული