"ის აქ არის და ის იდეალურია" - "ლიონმა" მიქაუტაძე წარადგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ოლიმპიკმა" კლუბის საიტით დაადასტურა. ფორვარდმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ის აქ არის და ის იდეალურია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ლიონის" ოფიციალურ გვერდზე.
"მეცი" ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს; აგრეთვე, შეიძლება დამატებით მაქსიმუმ 4.5 მილიონს და 15%-ს შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის ტრანსფერი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაშლის პირას იყო, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურდა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.


მკითხველის კომენტარები / 20 /
ჟორჯინიო დიდ წარმატებას მიაღწევს ის ჩვენი საამაყო ოქროს კაცია :)
გიო9
21:18 19-07-2024
0
ლიონი უკვე სულ სხვა დონეა, ფრანგული გრანდია და უნდა დაიბრუნოს ძველი დიდება ჟორჟთან ერთად
toti
13:38 19-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული