ქართველმა ნახევარმცველმა "ბაიერნის" პირველ გუნდში ივარჯიშა

AutoSharing Option
"ბაიერნის" საიტი იტყობინება, რომ დღეს დილით ახალი მწვრთნელის, ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით გუნდმა ზებენერშტრასეზე მდებარე ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარა.

ვარჯიშში მონაწილეობა ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო, რომელთა შორის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა პარკაძე იყო. ის გასულ სეზონში იჯარის წესით ავსტრიის "ადმირაში" თამაშობდა.

"ბაიერნის" ის ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს, ჯერ შვებულებაში არიან და გუნდი 22 ივლისს მათ გარეშე გაემგზვრება ბავარიის საკურორტო ქალაქ ტეგერნზეში შეკრებაზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
,არ გვყვავს პროფესიონალები,მენეჯმენტის სისტემა მოშლილია,ვებღაუჭებით ნებისმიერ ევრო ტოპ გუნდის სახელის მითს იაფად,ფეხბურთი კი დიდი ფულია,ვასხვისებთ უნიჭიერეს ბიჭებს,დიდი გუნდის აბრევიატურის ბრენდს იქ კი სადაც უნდათ იმ ლიგებში ათამაშებენ წლობით,სელექციისათვის,ნიჭირი ფეხბურთელისთვის კი ყოველი არამის დონეზე ნათამაშები დაკარგული წელი დაღუპვაა,,შემთხვევითი მიზეზები კი ბლომადაა,შემთხვევითი ტრამვა,შური,სულაც ტალანტის ფეხებზე დაკიდვით,ჭ კლასში განათხოვრებისას ზოგიერთი არაპროფესიონალი ღვარძლიანის მიერ და ას შემდეგ.მაგალითები,ვისაც ნიჭზე მართლა ეროვნულად გული სტკივა,16 წლის ასაკში უკვე სანტოსში და რეალში და ეროვნულ ნაკრებებში ათამაშებენ ტალანტებს,პელე,იამალი....ჩვენ კი ვღუპავთ ჩვენს ერთეულ უნიჭიერებს,ვერეკებით რა ჩვენი სიმაღლის სამრეკლოდან მცდარი გადაწყვეტილებებით სხვათა ბედ იღღბის გზების გამრუდებით,რაც არ არის ჭეშმარიტების მწვერვალი, ადამიანის დღევანდელი განვითარებისა მსოფლიოში,ყველა ქართველ"პროფესიონსლს" ფეხბურთში დასაქმებულს,და არა მარტო ფეხბურთში....პოლიტიკით დაწყებული.ვურჩევდი დაჟინებით,დიდი დროის განმავლობაში უყურონ მხატვარ უილიამ ნეველ უაითის დახატულ ტილოს" ქრისტინას სამყარო"-და ეგებ სხვაგვარად შეხედონ თავ თავიანთ ყოფას ამ გადარეულ,გადარეულ,გადარეულ,გადარეულ სამყაროში,გაგების სამრეკლოს პროფესიონალერი სიმაღლის ამაღლებით,დღევანდელი საუკუნის დონეზე მაინც
მ.ზ. დიდი ბრიტანეთი
11:48 15-08-2024
0
იმ ადმირაშიც არ ათამაშებდნენ გასულ წელს და რა უნდა დაეწერათ ან სად უნდა მიეწვიათ?
მდაას
13:20 21-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული