ლუკა პარკაძე ავსტრიის "ადმირას" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" 18 წლის ნახევარმცველი ლუკა პარკაძე იჯარით "ადმირაში" გაუშვა, - ამის შესახებ ვენური კლუბი საიტით იტყობინება.

"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ლუკას შესაძლებლობებით, განსაკუთრებით, შეტევაში. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. "ბაიერნი" ქართველს უსაფუძვლოდ კონტრაქტს არ გაუფორმებდა. ეს იჯარა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რამეთუ პარკაძე თავისი შემოქმედებით თავიდანვე დაგვეხმარება. მადლობა "ბაიერნს" ჩვენი ფილოსოფიის მხარდაჭერისთვის. ლუკას განვითარებას ხელს შევუწყობთ", - განაცხადა "ადმირას" სპორტულმა დირექტორმა პეტერ შტოგერმა.

"ადმირა" ამჟამად ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს და პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნებას ეცდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული