ქართველმა ნახევარმცველმა "ბაიერნის" პირველ გუნდში ივარჯიშა

AutoSharing Option
"ბაიერნის" საიტი იტყობინება, რომ დღეს დილით ახალი მწვრთნელის, ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით გუნდმა ზებენერშტრასეზე მდებარე ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარა.

ვარჯიშში მონაწილეობა ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო, რომელთა შორის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკა პარკაძე იყო. ის გასულ სეზონში იჯარის წესით ავსტრიის "ადმირაში" თამაშობდა.

"ბაიერნის" ის ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს, ჯერ შვებულებაში არიან და გუნდი 22 ივლისს მათ გარეშე გაემგზვრება ბავარიის საკურორტო ქალაქ ტეგერნზეში შეკრებაზე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იმ ადმირაშიც არ ათამაშებდნენ გასულ წელს და რა უნდა დაეწერათ ან სად უნდა მიეწვიათ?
მდაას
13:20 21-07-2024
0
ეგ ბავშვი როგორც აჩრდილია …ბაიერნს ეკუთვნის ადმირაში ირიცხებოდა ნაკრებებში არ გამოჩენილა თუ ტრამვა ქონდა დაწერეთ …გვესმის კვარა გვესმის ჯორჯი ეს ძააან კარგია მაგრამ ეს ბავშვი ბაიერნიდან იწყებს და ცოტათი ხშირად რომ დაწეროთ მგონი უკეთესი იქნებოდა ….ლუკავ წარმატებები და წინ სვლა და გელოდებით მსოფლიოზე…შენც ძააან გვეიმედები!!!
მდაა
12:42 21-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული