ფაბრიციო რომანომ კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს პასუხი საბოლოოდ გასცა

AutoSharing Option
ცნობილმა და გავლენიანმა იტალიურმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის ბოლო The Here We Go Podcast-ში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს პასუხი საბოლოოდ გასცა. როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ქართველი "ნაპოლიში" დარჩება.

"პსჟ-ის ოცნება იყო კვარაცხელიას ყიდვა, მაგრამ კონტეს და განსაკუთრებით, პრეზიდენტ დე ლაურენტისის დარწმუნება შეუძლებელი გახდა... ამის შედეგად ქართველი "ნაპოლიში" დარჩება.

პარიზელებს თავდაპირველად ხვიჩა+ოსიმენი სურდათ, მაგრამ ეს ამბავი აღარ გამოვა", - აღნიშნავს რომანო.

ინფორმაციისთვის, პსჟ "პარტენოპეიდან" ახლა მხოლოდ ვიქტორ ოსიმენის დამატებას ცდილობს, მაგრამ ეს მოლაპარაკებებიც ჩიხშია შესული.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამგვარ მოცემულობაში ერთადერთ ვარიანტად კლუბში არსებული კონტრაქტის პირობებით დარჩენა რჩება იმის იმედით, რომ 2025 ის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს მაინც დაფიქრდება დე ლაურენტისი ხვიჩას გასხვისებაზე, რადგან 2027 თუ მოახლოვდა, მისი დათმობა უსასყიდლოდ მოუწევს და მაგის ჩიტი არაა. სავარაუდოდ იგივე გათვლა აქვს ხვიჩასაც და არჩევს 2025 წლამდე მოითმინოს, კონცენტრაცია შთამბეჭდავი სეზონის ჩატარებაზე გააკეთოს, ხოლო შემდგომ გადაბარგდეს რომელიმე გრანდში ისეთი პირობებით, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. კვარას ვუსურვებ ხორცმეტი აგენტისგან გათავისუფლებას და 2024-25 წლის სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებას, შემდეგ კი ევროპის რომელიმე გრანდში მისთვის საკადრისი პირობებით გადასვლას.
ABARA
15:36 24-07-2024
1
აი ეგ არის მონად ყოფნა. გიყიდა მცხეთის ღვეზელივით? მოუწერე ხელი? ეხლა კეთილი ინებე და იხტუნავე მაგ ბებერი ვაჭრუკანას ხუშტურებზე. ამას ხვიჩას რუსებიც კი არ გაუკეთებდნენ მგონი. ადამიანურად რომ დალაპარაკებოდა საიმანოვს, ალბათ ისიც კი გაუშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცით რა ჭაობიც არის რუსეთი. აიაქსიც არ იკადრებდა ამას. მოკლედ, თვითონ იტალიელები არიან ასეთი თესლები. ბიჭმა ნანატრი ჩემპიონობა მოუპოვა და ესენი ბოლომდე უპირებენ გამოწურვას. ერთი სეხონი ფაქტიურად გაუცდა. ეხლა დაიწყება მეორე ბუნდოვანი სეზონი. ხვიჩა გაწყვიტე ბიჭო ეგ კონტრაქტი. როდემდე უნდა აიტანო მაგათი დაცინვა. 5-6 მილიონზეც არ დათანხმდე. ნებისმიერი გუნდი მიგიღებს და ორჯერ მეტსაც გადაგიხდიან.
ნაპოლის დშმ
15:10 24-07-2024
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული