კვერნაძის ლამაზი გოლი "ბარის" წინააღმდეგ - ქართველი შემტევი კარგ ფორმაში შედის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" "ბარის" დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა.

ჩვენებურმა აღნიშნული დაპირისპირება შესანიშნავად ჩაატარა, აქტიური გახლდათ და მე-15 წუთზე ლამაზი გოლიც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაში 21 წლის ქართველმა ასევე ლამაზი ასისტიც მიითვალა. ინფორმაციისთვის, "ფროზინონე" გასულ სეზონში იტალიის სერია A-დან გავარდა და გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო ვივარინი ჰყავს.

"ფროზინონემ" ფოთის "კოლხეთიდან" კვერნაძე რამდენიმე კვირის წინ 500 000 ევროდ გამოისყიდა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ე ბიჯო ეგრე დაიქოქეე უკვე დროა ….შენ ნუ ფიქქრობ იმასზე რომ შენი ადგილი ნაკრებში დიდი ხნით დაბევებულია …შენ შენი დონე ანახე ყველას და თან სტაბილურად , ნახავ ეგრევე რომ არც შეუცვლელი არაა არავინ ( მითუმეტეს თუ ახალგაზრდულით ჯგუფიდან გახვალთ) და მთავარი ყველას მოეძებნება ადგილი მინდორზე ოღონდ იყოს სათანადო დონეზე ….ასე რომ აბა ჰეეე
მდაა
16:07 25-07-2024
0
ამ ბიჭის თამაში ვერ ვნახე, ალბათ ვერ ქაჩავს. არადა 21წლისაა, როდესღაც უნდა ათამაშდეს?
დავით 67
12:30 25-07-2024
8

სიახლეები პოპულარული