გველესიანი ირანში დაბრუნდა და "პერსოპოლისმა" ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვაუწყა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველი გიორგი გველესიანი ირანში დაბრუნდა და "პერსოპოლისმაც" ქართველთან კონტრაქტი ოფიციალურად კიდევ 1 წლით გაახანგლძრივა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ჩვენებურმა ინდივიდუალურად ივარჯიშა და რამდენიმე დღეში ძირითად გუნდს შეუერთდება.

გველესიანი "პესოპილისში" მესამე სეზონს დაიწყებს. მისი ზუსტი დარტყმის შედეგად კლუბი გასულ სეზონში ირანის ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები, კარგ ქართველს გიორგი გველესიანს! აქ ვინც შენ შეურაცყობას გაყენებდა, ყველას მოვიკითხავ ათ სართულიანი მოკითხვით!
გენაცვალე გიორგი!
11:37 28-07-2024
4
კრიტიკულად და საღად მოაზროვნე ბიჭია,ეტყობა რომ ერუდირებულიცაა.კარიერის დასრულების შემდეგ თავისუფლად შეუძლია სპორტულ მენეჯერად მუშაობა,იგივე თუნდაც დინამოში.სწორედ ასეთი ბიჭები არიან საჭირო კლუბის სტრუქტურაში.
რაც შეეხება გიოს,სამწუხაროა,რომ გვიან მიეცა შანსი ნაკრებში.იმ 3 თამაშში რაც ევროზე ჩაატარა,თითქმის უშეცდომო იყო,სოლომონთან ბოდიში,მაგრამ მგონია,რომ გიო უფრო სანდო მცველია.ერთი ეგაა,რომ სისწრაფე აღარ აქვს ისეთი,რადგან 33 წლისაა.ზოგი რომ წერდა ვილიამსმა ათრიაო,არ დაგავიწყდეთ,რომ ვილიამსი მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფი ფეხბურთელია და 33 წლის კაცი თუ დაჯაბნა სისწრაფეში ეგ რამეს არ ნიშნავს.ჯერ კიდევ შეძლებს 1-2წელი გიო თამაშს,ეტყობა,რომ ისიც მშრომელი და პროფესიონალი ფეხბურთელია და სადაც გურამი თამაშობს 37წლის ასაკში დღემდე,იქ გიოსაც შეუძლია 1-2 წელი კიდევ იდგეს ჩვენი ნაკრების დაცვაში!
მეზღვაური
14:32 28-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული