წიტაიშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც "გრანადაში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "გრანადაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფეხბურთელი კიევის "დინამოს" საკუთრებაა და "გრანადაში" 1-წლიანი იჯარით იასპარეზებს.

"ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს. ჩემი შვილი ამ ქვეყანაში დაიბადა. ესპანეთს ხშირად ვსტუმრობთ და აქაურობა ძალიან მოგვწონს.

ითამაშო ფეხბურთი ამ ქვეყანაში, ეს ოცნებაა. როდესაც "გრანადასგან" შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია... ისტორიულ კლუბში მოვხვდი და მისი ღირსების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ", - ციტირებს წიტაიშვილს Mundo Deportivo.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მეც ვფიქრობ,რომ გიორგისათვის ესპანეთი ყველაზე შესაფერისი ქვეყანაა,მისი სტილიდან გამომდინარე,მაგრამ კიევის დინამოდან წასული კაცი,გრანადას ისტორიულობაზე რომ გააკეთებს აქცენტს,ცოტა უხერხულად მეჩვენება.კიევის დინამოსთან კონტრაქტი, ერთი წელი კიდევ აქვს.ასე რომ დინამო, მის გაყიდვას შეეცდება,ამ ზამთრისათვის და ესპანეთში თუ დარჩა,კარგი იქნება.
სოსო
22:36 28-07-2024
1
სად შეგვიძლია
გიგი
19:48 28-07-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული