გოჩოლეიშვილი "შახტარიდან" "კოპენჰაგენში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ერთწლიანი იჯარით "შახტარიდან" "კოპენჰაგენში" გამოსყიდვის უფლებით გადავიდა.

გოჩოლეიშვილს "შახტარში" თამაში იშვიათად უწევდა, ამიტომ ახალ გუნდში გადაბარგება მისთვის ყოველმხრივ სასარგებლო იქნება და თქვა კიდეც, რომ კლუბზე დავით ხოჭოლავასგან მხოლოდ კარგი სმენია, კარგად დახვდნენ და თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. ის დანიურ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"კოპენჰაგენი" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც პირველ მატჩში გიბრალტარის „მეგპაისს“ სტუმრად 3:0 მოუგო, დანიის სუპერლიგის პირველ ტურში კი 4 აგვისტოს "რანდერსს" უმასპინძლებს.

გუნდისა და კლუბის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ქართველს დიდი ხანი
აკვირდებოდნენ, საკმაოდ ნიჭიერი და სწრაფია, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კონკურენციას გააძლიერებს და მასზე იმედებს ამყარებენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები გოჩო!
ლაშა
16:28 29-07-2024
0
სწორი არჩევანია, კარგ გუნდში გადავიდა და იმედია ძირითადზე გაიქაჩება, წარმატებები!
gionat
02:00 30-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული