მამარდაშვილს საუდის არაბეთიდან ზღაპრული წინადადება აქვს

AutoSharing Option
ესპანური Relevo-ს ცნობით, "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბიდან ზღაპრული წინადადება აქვს.

წყარო არ აკონკრეტებს გუნდის ვინაობას, თუმცა წერს, რომ არაბები მზად არიან, ტრანსფერის სანაცვლოდ "ღამურების" მოთხოვნილი 35 მილიონი ევრო გაიღონ.

Relevo ასევე ჩვენებურის შესაძლო ხელფასის რაოდენობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ქართველს ფანტასტიურ და ზღაპრულ გასამრჯელოს დაჰპირდნენ.

თავის მხრივ, ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მამარდაშვილი საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს ჯერჯერობით არ განიხილავს და პრემიერ ლიგაში სურს კარიერის გაგრძელება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
თუ ასე გაგრძელდა მსოფლიოს ყველა ვარსკვლავი საუდის არაბეთში ითამაშებს და ყველაზე პრესტიჟული ლიგა მანდ იქნება :), არა ესპანეთში ან ინგლისსა და იტალიაში არამედ არაბეთში, როცა ასეთ დონეს გაქაჩავენ მაშინ ღირს გადსვლა :)
ერიჰააა
23:56 29-07-2024
2
არ ქნა ეგ გიო.
გეგი
23:27 29-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული