ლონდონელები მზად არიან, ახალგაზრდა კარის დარაჯის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღონ. "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგებით დაინტერესებული თავად "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კიპერიცაა.
ჩვენთვის ეს ყოველივე განსაკუთრებით საინტერესო კიდევ იმითაა, რომ "ჩელსის" "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის სახელსაც უკავშირებდნენ, თუმცა, თუ ზემოთ აღნიშნული გარიგება შედგა, ჩვენებურის გადაბარგება "სტემფორდ ბრიჯზე" შეუძლებელი გახდება.