მამარდაშვილს საუდის არაბეთიდან ზღაპრული წინადადება აქვს

AutoSharing Option
ესპანური Relevo-ს ცნობით, "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბიდან ზღაპრული წინადადება აქვს.

წყარო არ აკონკრეტებს გუნდის ვინაობას, თუმცა წერს, რომ არაბები მზად არიან, ტრანსფერის სანაცვლოდ "ღამურების" მოთხოვნილი 35 მილიონი ევრო გაიღონ.

Relevo ასევე ჩვენებურის შესაძლო ხელფასის რაოდენობას არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ქართველს ფანტასტიკურ და ზღაპრულ გასამრჯელოს დაჰპირდნენ.

თავის მხრივ, ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ მამარდაშვილი საუდის არაბეთში გადასვლის ვარიანტს ჯერჯერობით არ განიხილავს და პრემიერლიგაში სურს კარიერის გაგრძელება.
მკითხველის კომენტარები / 39 /
წადი ბიძია წადიიი!!!ქვეყანას უფრო გამოადგები!
ტოსტა
00:42 07-08-2024
0
რატომაც არა ვარჯიში და თამაში უმაღლეს დონეს არ ჩამოუარდება და 5-6 მილიონი წელიწადში ვინ იტყოდით უარს თან სად არიან გატყალრწული ევროპელი კლუბების მფლობელები...
კახა
01:46 31-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული