69 - მიქაუტაძემ "ლიონში" განსაკუთრებული ნომერი აიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მეციდან" "ლიონში" გადასულმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ახალ გუნდში ვარჯიში დაიწყო და მაისურის ნომერიც აირჩია.

bfmtv და footmercato იტყობინებიან, რომ ქართველის ნომერი განსაკუთრებულია - 69. საქმე იმაშია, რომ გიორგი  რონას დეპარტამენტშია (ადმინისტრაციული ცენტრი ლიონი) დაბადებული, რომლის გერბზეც რეგიონის 69 ნომერია გამოსახული.

მიქაუტაძის მაისურები უკვე იყიდება კლუბის მაღაზიებში.

"ოლიმპიკი" 31 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ბურგუან-ჟალეში ამხანაგურ მატჩში "ტორინოს" შეხვდება და სავარაუდოდ, ქართველის დებიუტი შედგება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვაა, მაგარი პოზაა:D
მწარე
21:19 29-07-2024
4
ეგ პიკანტური ნომერი რამ ააღებინა:-), მაგრამ რათქმაუნდა წარმატებები ჟორჟს!
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული