"მეციდან" "ლიონში" გადასულმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ახალ გუნდში ვარჯიში დაიწყო და მაისურის ნომერიც აირჩია.
bfmtv და footmercato იტყობინებიან, რომ ქართველის ნომერი განსაკუთრებულია - 69. საქმე იმაშია, რომ გიორგი რონას დეპარტამენტშია (ადმინისტრაციული ცენტრი ლიონი) დაბადებული, რომლის გერბზეც რეგიონის 69 ნომერია გამოსახული.
მიქაუტაძის მაისურები უკვე იყიდება კლუბის მაღაზიებში.
"ოლიმპიკი" 31 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ბურგუან-ჟალეში ამხანაგურ მატჩში "ტორინოს" შეხვდება და სავარაუდოდ, ქართველის დებიუტი შედგება.
მაგაზე ნაკლები გოლი არ გაეტანოს ახალ სეზონში. :)
ისე, მაინცდამაინც არ მიკვირს, ეგ ნომერი რომ თავისუფალი იყო. :)
ვერავის ვიხსენებ მაგ ნომრით საერთოდ რომელიმე გუნდში. იცით ვინმე?