69, ბიჭი ლიონიდან და ჭიქების სროლა ტრიბუნიდან - რატომ აირჩია მიქაუტაძემ ეს სათამაშო ნომერი?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძე "ლიონში" 69 ნომრით ითამაშებს. რა თქმა უნდა, ქართველი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

"69", ანუ მე ვარ ბიჭი ლიონიდან!

გიორგი მიქაუტაძის და რიცხვ "69"-ის ისტორია ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ში, 2023 წლის 24 აპრილს, სენტ-ეტიენის სტადიონზე, მეტოქის კარში გატანილი გოლის შემდეგ ხელებით "69" გამოსახა, მიიღო ობსტრუქცია, ცუდი სიტყვების კორიანტელი და ჭიქების სროლა ტრიბუნიდან.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტმა გიორგის ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს აღნიშვნაო? პასუხად კი მიიღო: "მარტივია, მე ვარ ლიონიდან და ეს მათ კარგად
უნდა იცოდნენ".
საქმე კი ისაა, რომ ლიონის საქალაქო, საფოსტო კოდი "69" არის, გიორგი კი დაიბადა და გაიზარდა ლიონში, ამ ქალაქის და ამ ქალაქის გუნდის სიყვარულით. "სენტ-ეტიენი" და "ლიონი" კი საფრანგეთში ყველაზე დაპირისპირებული გუნდები არიან.

ასე და ამგვარად გახდა ქართველი გულშემატკივრისთვის საყვარელი გიორგი მიქაუტაძე "სენტ-ეტიენის" ფანებისთვის ყველაზე საძულველი ფეხბურთელი, მან კი ამ აღნიშვნით "ლიონის" ქომაგებში უდიდესი სიყვარული დაიმსახურა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის "მეცში" თამაშობდა.

წყარო: Geo Team
მკითხველის კომენტარები / 27 /
ოხ თქვენი მართლა უინტელექტო ტვინი რა ვთქვა, ვინ გ-ავთ თქვენ, რას აირჩევს და რა ნომერს, რომელს გაგიკეთებიათ სამშობლოსათვის იმაზე მეტი, რაც ამ ბიჭმა 23 წლის ასაკში გააკეთა. წვერი რატომაა აქვს? რა თქვენი საქმეა, მთელი საქართველო წვერებში დადის, რაღა ჟორჟს მიახტით, ფუჰ თქვე უსახელო ნაბიჭვრებო.
????
13:24 30-07-2024
4
გავაუქმოთ რიცხვი 69 საერთოდ :) 69 სკოლა არსებობს თბილისში ისიც გავაუქმოთ, 69 ლარი არ დაედოს ფასი არაფერს, 69 წუთზე გატანილი გოლებიც დავივიწყოთ....
საგიჟეთია რა, ყოჩაღ თქვენ!
gogi
15:05 30-07-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული