ოსიმენის პრობლემა და "ჟირონასთან" მატჩი - სად შეიძლება თამაშის ყურება?

AutoSharing Option
SKY-ს მტკიცებით, დღეს „ჟირონასთან“ ამხანაგურ მატჩში შეიძლება მონაწილეობა „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა მიიღოს.

ოსიმენმა გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და სავარაუდოდ, მწვრთნელი ანტონიო კონტე შეცვლაზე შეუშვებს. მას ჯერ წინასასეზონო არცერთ სპარინგში არ უთამაშია. გამოცემის ცნობით, პსჟ მზადაა ნიგერიელში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ეს თანხა კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ეცოტავება.

რადიო „სპორტი“ ირწმუნება, რომ ოსიმენის შეძენის სურვილი „არსენალმა“ გამოთქვა და „ნაპოლის“ ტრანსფერში პსჟ-ზე მეტ თანხას სთავაზობს, თუმცა ფეხბურთელი პარიზელებს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვით ის იმაზე მეტს
გამოიმუშავებს, ვიდრე ლონდონურ გუნდში გადასვლის შემთხვევაში. მოკლედ, ძალიან ჩახლართული სიტუაციაა.

Calciomercato იტყობინება, რომ კონტე „ჟირონასთან“ იმავე სასტარტო შემადგენლობას დააყენებს, რომლითაც „ბრესტთან“ თამაში დაიწყო: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

დაპირისპირება საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი ყურება smart tv-ზე იქნება შესაძლებელი - ფასი 6.99 ევრო.

altხვიჩას ნეაპოლური ხვედრი - იმედი, დამოკიდებულება და ფედელეს გამონათქვამი

altწინაღობები კვარაცხელიას თამაშში შთამბეჭდავი წლის შემდეგ - როცა გონებაში ყველაფერს იაზრებ...

მკითხველის კომენტარები / 8 /
ოსიმენს პრობლემა ექნება თუ არა,არ მადარდებს მისი ამბავი და რატომ გვაჩეჩებთ? ყველა ქართველის ინტერესია ქართველების გამოსვლები და მათი წარმატება,ვიღაც ნიგირიელი ობამასნაირი საერთოდ არ გვადარდებს.დარჩება თუ წავა,ნაპოლის და კონტეს პრობლემას ვერ შეუქმნის,მაგის კაცი არ არის ანტონიო რო ვიღაც ობამასნაირმა ბოგანომ პრობლემა შექმნას.მთავარია რო კვარამ შეუბეროს და თავისი თამაში ითამაშობს,არ გავ***რი ოსიმენს. სად არიან ის ნიგერიელი დებილები,ვის კომენტარებსაც ქართული საიტები აზიარებდით და პოპულიზმს ეწეოდით,აახვევინა კონტემ მათ ობამასნაირს? კაცმა კონტრაქტს ხელი მოაწერა იმის გაგების მერე,რაც პრეზიდენტმა პირობა მისცა,კვარა დარჩებოდა და იქნებოდა გუნდში. ხედავთ,კვარა უკვე მწვრთნელების ბედს წყვეტს,როგორც ერთი მაგარი ბიჭი აკეთებდა ესპანეთში. არავინ გაიგოს ისე რო თვითონ ერევა,უბრალოდ ყველას სურს გუნდში ყავდეს კვარაცხელია. ჩვენთვის საამაყოა ეს ფაქტი,თუმცა ამაზე არ უნდა გაჩერდეს კვარა,არც რომელიმე ქართველი.კვარა არის ბრილიანტი,კიდევ ბევრი დაიბადება საქართველოში მსგავსი ბრილიანტი.ჩვენ უბრალოდ ვუქომაგოთ და დავტკბეთ მისი ყურებით.
იასონას უდარი
07:29 03-08-2024
13
მინდა ვიქტორა რომ დარჩეს ნაპოლიში და ლაურენტისმა უხადოს 10+ მლნ :) თანაც ხვიჩას ჯიმა და მეგობარი ჩემი აზრით ძალიან კარგი ბომარდირია
რობი
11:07 03-08-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული