მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ხვიჩა და "ნაპოლი" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
"როცა "ნაპოლიში" ვმუშაობდი, ოსიმენის თაობაზე ერთ-ერთი ევროპული კლუბისგან დიდებული შეთავაზება მივიღეთ, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. მისი დამატება არაბულ კლუბებსაც სურდათ.
დე ლაურენტისმა ნიგერიელის შენარჩუნება გადაწყვიტა, რადგან "ნაპოლის" ეკონომიკური წინსვლისთვის ასე იყო საჭირო. რაც შეეხება "კვარას", როგორც მე ვიცი, კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჭორები რომ კლუბსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობაა, არ მჯერა.
ხვიჩას ნეაპოლური ხვედრი - იმედი, დამოკიდებულება და ფედელეს გამონათქვამი