კონტეს პირველი ნოკაუტი - "ნაპოლიმ" სეზონის დაწყების წინ, კოკისპირულ წვიმაში, "ჟირონასთან" მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ „ჟირონასთან“ 0:2 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, კვარაცხელიას კარგი პასი მაზოკიმ ვერ გამოიყენა, შემდეგ კოკისპირული წვიმა წამოვიდა, 26-ე წუთზე კი მეკარე მერეტის შეცდომის შედეგად სტუმრები ვან დე ბეკმა დააწინაურა. კონტეს გუნდმა წინასასეზონო სპარინგებში პირველად გაუშვა გოლი.

Sportall.Ge

მეორე ტაიმში ტრავმირებულმა მაზოკიმ სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და ის ძერბინიმ შეცვალა. ხვიჩასთან უხეშობის გამო მსაჯმა არნაუ გააფრთხილა. მეკარე გასანიგას შეცდომით ანგისამ ვერ ისარგებლა და ცარიელ კარში ვერ გაიტანა. სამაგიეროდ შანსი დავიდ ლოპეს ვილამ არ გაუშვა ხელიდან და საბოლოო ანგარიში
დააფიქსირა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია ოსიმენის შეცვლაზე შესვლას აანონსებდა, ის განაცხადში არ იყო. ერთი სიტყვით, "ნაპოლი" მეტოქემ დაჯაბნა და თავისი გუნდის მარცხს ტრიბუნიდან მოწყენილი უყურებდა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.

10 აგვისტოს ნეაპოლური გუნდი თასზე „მოდენას“ უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე „ვერონას“ დაუპირისპირდება.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 0:2
გოლები: 0:1 ვან დე ბეკი (23), 0:2 დავიდ ლოპეს ვილა (83)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი (ძერბინი 56), ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა (რაფა მარინი 76), პოლიტანო (ნგონჟი 89), კვარაცხელია, რასპადორი (სიმეონე 76)

alt"ნაპოლის" ორი ნახევარმცველი დატოვებს, თავად კი პრემიერლიგის ფეხბურთელით გაძლიერდება

alt"კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლა რომ სდომებოდა..." - "პარტენოპეის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ქართველზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 14 /
კონტეს მეთდზეც ვერ ვერკვევი ფეხბურთში რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მგონია რომ ძალიან უაზრო ტაქტიკით თამაშო გადაწყვიტა. ცენტრში პრაქტიკულად დათმობენ ბურთს.

შეხედეთ:
5 მცველი, სამი ცენტრში (ბონჯორნო, რაჰმანი, დი ლორენცო), ორი ფლანგებზე: სპინაცოლა და მაძოკი.

ორი ნახევარმცვრლი: ლობოტკა, ანგისა

სამი შემტევი: კვარა, პოლიტანო, ოსიმენი (ლუკაკუ)

არ გეჩვენებათ რომ ამ ტაქტიკით ცენტრში ბურთს ვერ დაიჭერენ? ლობოტკამ და ანგისამ პასებით წინ როგორ უნდა მოამარაგონ შემტევები? ეს არის ჩემი აზრით კონტრ შეტევებზე თამაშის ტაქტიკა, დაცვაში რომ ზიხარ და სწრაფად გინდა წინ გადასვლა გამქცევების ხარჯზე. მგონია რომ წელს ნაპოლის თამაშში კიდევ უფრო ნაკლები შემოქმედებითობა იქნება ხოლო ხვიჩას კიდევ უფრო უბურთოდ დატოვებენ და ბურთს ვერ აუტანენ წინ. მაქსიმუმ ოთხეულში შევიდნენ
უცნაური ტაქტიკაა
04 აგვისტო 2024 15:41
4
ნაპოლი წელს კიდევ უფრო სუსტი იქნება ვიდრე შარშან. პრაქტიკულად იგივე შემადგენლობა და მინუს ოსიმენი
giorgi 3
04 აგვისტო 2024 14:07
1
აქ სასტავმა არ იცით კონტეს პლიუსები როგორც ჩანს , ჯერ ერთი შარშანდელი ნაპოლის სისუტე პირველ რიგში დაცვა იყო და ნამდვილად გაძლიერდნენ , ბონჯორნო ძალიან მაღალი დონის მცველია , მარინიც ძალიან კარგი ახალგზრდაა, სპინაცოლა ხო უმაგრესი მარჯვენა მცველი თუ ტრავმინაობამ არ შეაწუხა რა ტქმა უნდა . მერე კიდე კონტეს მაგია ზუსტად იმაშია რომ ყველა ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში შეყავს და კარიერის სეზონებს ადებინებს , თუ გინდა იუვეს მაგალითი აიღეთ კვადრო ასამოებით და ლიხშტაინერები უმაღლესი ფეხბურთელები გახადა , თუნდაც ჩელსი და თუნდაც ინტერი , მერე კიდე ლუკაკუს იმატებენ რომელიც კონტესტნა ყოველტვის მაგრად გრძნბობს თავს , მერე კიდე ტრანსფერები არ დამთავრებულა კიდე იყიდიან ბიჭეებს რომელბიც გააძლიერებენ .
ლშა
07 აგვისტო 2024 14:58
0
ხვიჩა არაფერი მეხბურთელია ვერაფერს მიხწევს ერთი ჩვეულებრი ფეხბურთელი გახდა
qomagi
04 აგვისტო 2024 13:11
28
ხვიჩამ იმდენს მიახწია უკვე რომ შენნაირებს არც დაგესიზმრებათ.
ჰმ
04 აგვისტო 2024 14:53
3
Ეს კვარა ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელია
Ზაკო
04 აგვისტო 2024 10:29
32
ზაკოოოოოოო შენ და ფხბურთი შორიშორსაა ხაარრთთ. გადაერთე ბალეტზე
ჯუბო
04 აგვისტო 2024 12:59
1
https://youtu.be/kvyHtukohic?si=AwZno8qb6GpiKSBV
რეალობა
04 აგვისტო 2024 07:01
0
ნაპოლიში იმდენი ფეხბურთელები გაუშვეს და მიიღეს, უკვე აღარ ვიცი რას იზავს სერია ა-ში.ფაქტია რომ კონტეს ჯერ არაფრით გამოუჩენია თავი. იმ გუნდებს ვისაც მოუგო, კალცონაც მოუგებდა. კონტესი რაც არ მომწონს, ეს არის ლუკაკუს გადმობირება. თუ ოსიმენი აუცილებლად უნდა გაყიდონ, რაღა მაინცადამაინც 32 წლის ლუკაკუ. სხვა ცენტრფორვარდები დაილია?
დავით 67
04 აგვისტო 2024 02:47
6
სად უნდა გამოეიჩინა თავი ?
lSa
07 აგვისტო 2024 15:00
0
ნაპოლის ძლიერ გუნდებთან უჭირს თამაში..უჭირს პრესინგი..სწრაფი გადაადგილება...ხირონამ ბურტის ფლობაში და გათამაშებაში აშკარად დაჩაგრა...მშვენიერი გუნდია ხირონა..ხვიჩას ორი კარგი მომენტი ჰქონდა გაეტანა უნდა...შესრულების დონე და მომენტების გამოყენება თუ არ გააუმჯობესა დარჩება ისევ იმედის მომცემ ფეხბურტელად...
ბუჯანგა
03 აგვისტო 2024 23:20
27
ბუჯანგა,გამაგებინე ერთი ხირონა რა გუნდია?სად თამაშობს?
555
04 აგვისტო 2024 16:49
1
.
რუსეთუმეების დდსმტვყვნლ
03 აგვისტო 2024 23:09
34
ძმა. 33 რუსეთუმეს ეგ არ უნდა :)
ხედავ
04 აგვისტო 2024 16:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული