"ვიტესი" გაკოტრებას გადარჩა და მომავალ სეზონში კლუბში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს

AutoSharing Option
ნიდერლანდური "ვიტესის" ოფიციალურმა საიტმა გვაუწყა, რომ კლუბს პროფესიონალური სტატუსი არ ჩამოერთმევა. 1 თვის წინ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა არნემელები ფინანსური პრობლემების გამო სამოყვარულო ლიგაში დააქვეითა.

გუნდმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც დაკმაყოფილდა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლუბი მომავალ სეზონს ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში გაატარებს.

ჩვენთვის ეს ყველალფერი კი მეტად საინტერესო იმითაა, რომ არნემელთა რიგებში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი და "ტვენტეს" საკუთრება 20 წლის ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი "ვიტესის" რიგებში მოსამზადებელ ეტაპს გადის და დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალი
სეზონი იჯარით სწორედ ამ გუნდში გაატაროს და ნიდერლანდების მე-2 დივიზიონში გამოცდილება მიიღოს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიდი ირაკლი ჯიგარო შენი იმედი გვაქვს, 1-2 წელიწადში ნაკრების დონე უნდა აჩვენო!
ვენეციის კომისია
23:31 04-08-2024
1
ეგოიანია ქართველი?
status quo
22:51 04-08-2024
25
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული