ახლა გუნდს სხვა პრიორიტეტები აქვს - კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი დაიწყებს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი და კონტრაქტით დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით, გუნდს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, რათა ანტონიო კონტემ შემადგენლობა გააძლიეროს და კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას.

"პარტენოპეი" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებას დაელოდება და ქართველის აგენტთან მოლაპარაკებებს მხოლოდ სექტემბერში შეუდგება.

აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზება შრომითი ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელება და ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდა იქნება, გასამრჯელო კი ბონუსების ჩათვლით 7 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

შეხსენებისთვის, "ნაპოლი" სერია A-ს ახალ სეზონს 18 აგვისტოს "ვერონასთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს, იქამდე კი, იტალიის
თასის 1/32-ფინალში, 10 აგვისტოს საკუთარ მოედანზე "მოდენას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ლავრენტა არის გაშიფრული ეშმაკი. მაგას ჰგონია რომ მაგარი ჭკვიანია , ეგ მზეკაცა ეგა! არანაირი კონტაქტის ვადის გაგრძელება! შეიყაროს უკან ეგ თავისი 5-6 მილიონი! მოვა დრო და მაგ თანხას სამ თვეში გადაუხდიან ჩვენ ბიჭს, მთავარია მონად არ დაუდგეს ახლა კიდე 5 წლით. ხო გამოჩნდა რა ნაბი-ებიც არიან ეგ ლაურენტისები
4
არა რა ის წუწურაქი ზედმეტად 1 ცენტსაც არ მიცემს სანამ ეს კონტრაქტი არ ამოეწურება …უფრო სწორად 1 წელი რომ დარჩება ეტყვის აჰაა შენ წელიწადში 10 მილიონი მაგრამ გამოსასყიდი 150 მილიონიო …ხვიჩა შენ აგენტს რომ აყირავებენ წაღმა-უკუღმა უკვე მთელ მსოფლიომ იცის რისი მაქნისიც არის …თუ ამ შემოდგომაზე 6-7 არ მოგცა აი მერე ხელი არ მოუწერო და შემდგომ ზაფხულში უფასოდ დაკარგვის შიშით რომელიმე კარგ გუნდში გაგიშვებს …ეგ ბებერი წუწურაქი ბევრმა დასაჯა ეგრე 100 მილიონი კულიბალი და ბოლოს დირკა ბუბლიკიდან როგორც სხვა მის პარტნიორებიდან შენს მოსვლამდის დაიშალა ის “ვარსკვლავური “( ყველაფრის მოგებას იწყებდა აჰაა თითქოს თქო მაგრამ ბოლოს ყველაფერს აგებდა) აი იმდენ ვარსკვლავიდან ისე გამოწურა ყველა რომ არაფერი მას არ უშოვნია ყველა თავისუფალი აგენტად წავიდა გუნდიდან მაგრამ 90% პირდაპირ პენსიაზე …ასე რომ შენ მაინც არ მოტყუვდე თორემ ჯუღელი ლავრენტას ბულკია …უნდა დაღეჭავს და გადაყლაპავს უნდა დაღეჭავს და გადმოუფურთხებს…
მდაა
13:18 05-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული