"მისი სხვა გუნდში გადასვლა გადაწყვეტილი იყო, თუმცა..." - "ლიონის" სპორტულმა დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლიონის" სპორტულმა დირექტორმა დავიდ ფრიომ Bein Sports-თან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

"მიქაუტაძეს თვალს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით. სხვათა შორის, მის ტრანსფერზე მუშაობა გასული ზაფხულიდან დაიწყო, სანამ მე "ლიონში" სამუშაოდ მოვიდოდი. ძალიან დაგვეხმარა ის გარემოება, რომ მიქაუტაძე ლიონიდანაა, მისი ოჯახიც აქ ცხოვრობს. ურთულესი გარიგება დავდეთ, მისი სხვა გუნდში გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შესანიშნავად ვიმუშავეთ. მას გოლების გატანა ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია. ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაშით აღვფრთოვანდით", - განაცხადა ფრიომ.

შეგახსენებთ, მიქაუტაძემ თავ
დაპირველად კონტრაქტი "მონაკოსთან" შეათანხმა, თუმცა ბოლო მომენტში არჩევანი "ლიონზე" გააკეთა და მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

alt6 ქართველი ტოპლიგაში - კვარაცხელია ევროტურნირების გარეშე - "მამარდა" "ბარსათი" იწყებს, მიქაუტაძე "მონაკოსთან" მალევე...

altმიქაუტაძე პირველად სასტარტოში - "ლიონმა" ბერლინში "უნიონი" გაანადგურა [VIDEO]

alt69, ბიჭი ლიონიდან და ჭიქების სროლა ტრიბუნიდან - რატომ აირჩია მიქაუტაძემ ეს სათამაშო ნომერი?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული