Todo Fichajes: "სიტი" კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა - გვარდიოლას ქართველის თამაში ძალიან მოსწონს

AutoSharing Option
ესპანური Todo Fichajes-ის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" "ნაპოლის" გარემარბით, ხვიჩა კვარაცხელიათი ისევ დაინტერესდა.

გამოცემა იტყობინება, რომ ხულიან ალვარესის "ატლეტიკოში" გაყიდვის შემდეგ "სიტიმ" კვლავ მიაპყრო კვარაცხელიას ყურადღება. გუნდის მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ძალიან მოსწონს ხვიჩას თამაში, მაგრამ მანჩესტერული კლუბი მოთხოვნილ მინიმუმ 100 მილიონ ევროზე მეტ თანხას ძალიან ძვირად მიიჩნევს.

ჟურნალისტი ალეხანდრო ფერნანდეს მონტეალეგრე წერს, რომ "ქალაქელებმა" ქართველის მიმართ ინტერესი განაახლა და თუ ვერ გადაიბირეს, ებეჩი ეზეს (კრისტალ პალასი) ან როდრიგო დე გოისის (კასტილია) ტრანსფერის განხორციელებას შეეცდებიან, თუმცა ამ უკანასკნელის ცდუნება რთული იქნება, რამეთუ
თავად უნდა მოისურვოს მადრიდიდან აბარგება.

ნეაპოლური Il Mattino აღნიშნავს, რომ "კვარა" ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს, მისი დარჩენა არაა გარანტირებული, ევროპული კლუბების ინტერესი კი არ კლებულობს. ეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის თავკაცი ანტონიო კონტე თავისი მარგალიტის გახსვისებას არც განიხილავს, მაგრამ თვით ისეთი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბი, როგორიც "სიტია", მოთხოვნილ 100+ მილიონს გადაჭარბებულად თვლის.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხვიჩა კვარაცხელია იმედი მაქვს ამას წაიკითხავ დიდ პატივს გცემთ მთელი ერი და ბერი ჩვენთვის სამაყო ბიჭი ხარ ერთს გთხოვთ არასდროს არ გაუკეთი რეკლამა კაზინოებს და სამორინეებს დანარჩენი შენი საქმის შენ იციი ბევრი ახალგაზრდა შეეწირა მაგ ბიზნესებს აგერ მოჭიდავე ბიჭმა რიმელიც მსოფლიო ჩემპიონი იყო თავი ჩამოხხრჩო იმიტომ რო ყველაფერი წაგო რაც ცხოვრებაში გააჩნდა გთხოვ შენი დევიზიი იყოს არაფერი არგინდოდეს მაგათიი გთხოვ გთხოვ გთხოვ...დანარჩენებთან არ მინდა საუბარი ყველა ვინც მაგათ რეკლამას გაუკეთებს არის მონა ფულის ვსიო მორჩა ბექაურს დიდ პატივს ვცემ როგორც ორ გზის ოლიმპიურ ჩემპიონს მაგრამ მაგრად არ მსიამოვნებს რო ლიდერბეთის სახეაა..ასევევ ტალახაძეს დიდ პატივს ვცემ როგორც ოქროს კაცს მაგრამ კრისტალბეთს რეკლამებს უწევს ერთი ვიცოდეთ ყველამ არიქნება კრისტალი სხვა რაღაც გამოჩნდება უფალი არ გაგწირავთ მე მაგალითად მირჩევნია თქვენი დონის სპორცმენი რო ვიყო სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე როცა ჩემი ქვეყანა არ დამაფასებს ვიდრე ნაწყევარი ფულები ავიღო და რეკლამები ვუკეთო კაზინოებს რომლებიც ხალხს ცხოვრებას უსპობს და უნადგურებს.!!!!!!იმედი მაქვს წაიკითხავ კვარადონა
Nikoloz
01:43 09-08-2024
2
რავიცი სიტის მფლობელი არის მეგა მილიარდერი.
გვარდიმ თუ მოინდომა კვარას კი არა ნაპოლის უყიდის თავის აუტჩიკებიანად :)
მარა არმგონია რეალური იმფორმაცია იყოს
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული