"ჯუღელმა მიზანს მიაღწია - "კვარას" კონტრაქტი მოთხოვნის შესაბამისად დაკმაყოფილდება" - იტალიური მედია

AutoSharing Option
AreaNapoli რადიო CRC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" უახლოეს მომავალში კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე იტყობინება.

აღნიშნულია, რომ მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე სექტემბერში შეთანხმდნენ, კვარაცხელია თავს მშვიდად გრძნობს, გუნდში ასპარეზობაზე სრულადაა კონცენტრირებული, პსჟ-ის ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო, რამეთუ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "კვარას" გასხვისებას არასოდეს არ აპირებდა და აგენტის, მამუკა ჯუღელის მოთხოვნებზე დათანხმდება.

იტალიური მედია ადრე წერდა, რომ ნეაპოლური კლუბი ხვიჩას თანამშრომლობის 2029 წლამდე გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს სთავაზობს და თანხა ბონუსების გათვალისწინებით 7 მილიონამდე გაიზრდება. შესათანხმებელია გამოსასყიდი პუნქტის ხელშეკრულებაში შეტანის
საკითხი (ნაპოლის მოთხოვნით 130 მილიონი).  ჯუღელი ხვიჩასთვის 8 მილიონ ევროს ითხოვს.

ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, აგენტის მოთხოვნა შესაძლო მცირე კორექტირებით დაკმაყოფილებული იქნება.

"კვარას" ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას (აგრეთვე ოფციას 2030 წლამდე) და სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არაა ეს მხოლოდ ვარაუდია და ყვებით ყოველ შემთხვევაში ამ ცრუ ვარაუდებს
ბეგლარა
20:23 09-08-2024
2
ეგაა კვარას კარიერა დასრულდება მანდ დასანანია უნდა წასულიყო
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული