"ნაპოლი" სეზონს თასის მატჩით და პრობლემით იწყებს - სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
"ნაპოლი" დღეს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს - თასზე სერია B-ს "მოდენას" უმასპინძლებს.

მიუხედავად ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში "ჟირონასთან" 0:2 დამარცხებისა, გულშემატკივრები იმედგაცრუებული არ არიან, Il Mattino-ს ცნობით, ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე საყვარელ გუნდს 50 000 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს.

ისევ არ ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდთან ერთად ავტობუსით კი არა, არამედ ტაქსით დაბრუნდა ქალაქში. როგორც იტყობინებიან, იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ მიყიდეს, "ნაპოლის" პსჟ-სთან ურთიერთობა გაუფუჭდა და პარიზულ კლუბში ნიგერიელის ტრანსფერი გამორიცხულია. მას მხოლოდ საუდის არაბეთის
"ალ ჰილალი" იწვევს. ამასობაში დაუსრულებელ მოლოდინში მყოფი რომელუ ლუკაკუ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და იმედს არ კარგავს.

"მოდენასთან" ცენტრფორვარდის პოზიციაზე მწვრთნელი ანტონიო კონტე კვლავ ჯაკომო რასპადორის ათამაშებს, რაც საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ სხვა არჩევანი არ არსებობს.

Tutto Napoli-ს მტკიცებით, კონტე შემდეგ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, მაზოკი, ლობოტკა, ანგისა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი.

დაპირისპირება "დიეგო მარადონაზე" საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა მოდენა! რა თასის 1-ლი ეტაპი- აკი გვარდიოლას სიზმარშიც კი კვარა ესიზმრებაო და სიტიში მისი ტრასფერი 101-დან 199-მლ-მდე ევროს სანაცვლოდ გადაწყვეტილიაოო.....ისე ღირსი კი არის ღმერთმანი,რომ სერია ბ-ს დარ გუნდებთან უწევს თამაში და რაღაცების დამტკიცება,არადა რა შანსი გაუშვა მანაც და მიქაუტაძემაც შარშან ახლგაზრდულში რომ არ იკადრეს თამაში-ნახეთ ალბათ რა თამაშები იყო ოლიმპიადაზე-ფინალი კი საერთოდ, პრინციპში ეგენი თავის გზას მაინც იპოვიან და იმ დონის ფეხბურთელები არიან ფინანსურად ძალიანაც არ დაზარალებულან-ღმერთმაც ხელი მოუმართოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია რომ საქართველოს სწორედ მათ დააკარგვინეს უნიკალური შანსი ბოლოს და ბოლოს სათამაშო სახეობაში გამოვსულიყავით ოლიმპიადაზე და მარტო მოჭიდავეების ძიძგილაობისთვის არ გვექომაგა...ტალახაძე კი ცალკე ფენომენია საერთოდ...... ისე ძაან მაინტერესებს, ნახევარი საქართველო კვარას 1,5 მლ-იან ევროიან ხელფასს რომ აპროტესტებს და ნაპოლის პრეზიდენტისგან გახუთმაგებას მოითხოვს, ხოლო საერთოდ არ აინტერესებს და საკუთარ მთავრობას კითხვასაც კი არ უსვამს რატომ აქვს მას ან თავის თანამოქალაქეებს 500-700 ლარი ხელფასი და ლამის ნახევარი საქართველო უცხოეთში ორი თეთრის საშოვნელად გადაიხვეწა, სიდრიყვისა და სიბეცის გარდა ამ სიგიჟეს ძნელია სხვა სახელი შეურჩიო..
avto manjgalaze
13:26 10-08-2024
32
ვერ არის კარგად საქმე!
მწვრთნელი
11:40 10-08-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული