სიგუამ ტვინის შერყევა მიიღო - ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს

AutoSharing Option
Blick-ის ცნობით, "ბაზელისა" და "ლიუცერნის" ახალგაზრდული გუნდების მატჩისას მასპინძელთა შემტევი გაბრიელ სიგუა მეტოქეს, სონი ანშოს მეორე სართულზე ბურთზე ბრძოლისას შეეჯახა, ორივემ თავის ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რეგლამენტის მიხედვით, კაპიტნებთან შეთანხმებით მსაჯმა მატჩი შეწყვიტა. სიგუას ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმა აღენიშნა, აგრეთვე კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. ის სახლში საღამოსვე გაწერეს და რამდენიმე კვირა გაუცდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სონი ანშოს დაზიანება უფრო სერიოზულია, საგანგაშო არაფერია, თუმცა ორი დღით საავადმყოფოში დარჩება. სონი ცნობილი შვეიცარიელი ფეხბურთელის, სტეფან ანშოს შვილია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანდ საერთოდ არ უნდა თამაშობდეს ...
bejo
22:58 11-08-2024
1

სიახლეები პოპულარული