სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა

AutoSharing Option
გაბრიელ სიგუა, რომელმაც შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში "ბაზელს" "ივერდონთან" გამარჯვება მოუპოვა, დღეს "სერვეტთან" გასვლით მატჩში გააძევეს.

მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ სიგუა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ქართველი დებიუტში გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, მე-18 წუთზე კი მეტოქის მცველს ბრედლი მაზიკუს ეუხეშა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

კაცნაკლულმა "ბაზელმა" დაწინაურება მოახერხა, თუმცა შემდეგ ოთხი გოლი გაუშვა 1:4 და დამარცხდა.

"ბაზელი" 8 ქულით აუტსაიდერია და 26 ნოემბერს "სენტ გალენს" უმასპინძლებს. გაბრიელს დისკვალიფიკაციის გამო ამ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

სიგუა საქართველოს ნაკრების
მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბერში ჩასატარებელი თამაშებისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს არის გაძევების სერიოზული საფუძველი???
ვიდეო
https://youtu.be/u6moIXIWoBw?si=FxJkdVvB4jvgX3TP
ქ. გ.
07:29 13-11-2023
0
ძალიან ცუდი დღე ჰქონდათ ქართველ ლეგიონერებს!!
სოსო
00:44 13-11-2023
0

სიახლეები პოპულარული