"ლივერპულმა" და "ვალენსიამ" შეხვედრა გამართეს, "მერსისაიდელები" ქართველის აგენტსაც შეხვდნენ"- ფაბრიციო რომანო "მამარდას" შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
"ლივერპულმა" და "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ღამურებმა" "სქაუზერებს" საკუთარი პირობები გააცნეს, ინგლისელები ქართველი მეკარის აგენტსაც ესაუბრნენ.

"ლივერპული" მამარდაშვილის აგენტს ესაუბრა, ისევე როგორც "ვალენსიას". ეს გარიგება ნამდვილად შესაძლებელია განხორციელდეს, მაგრამ ახლა "ლივერპული" ზუბიმენდის ტრანსფერის დახურვაზე მუშაობს", - წერს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, Relevo-ს ცნობით, "ლივერპული" მამარდაშვილის შეძენას და ერთი სეზონით პრემიერლიგის სხვა გუნდში განათხოვრებას გეგმავს.

alt"კონტეს ოცნება? - გიორგი მამარდაშვილი" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ქართველ მეკარეზე წერს

altსაქმე

სერიოზულადაა - "ლივერპული" მამარდაშვილის ტრანსფერზე "ვალენსიასთან" მოლაპარაკებას იწყებს

altოფიციალურად: "ჩელსიმ" ახალი მეკარე დაიმატა და ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის გადასვლა გამოირიცხა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვიღაცეები წერენ ხოლმე პრემიერ ლიგაზე დოღლიგაო და კლავიატურლიგას ხომ ჯობია? მიდი მამარდა აისრულე ოცნებები და ჩვენც გაგვახარე
ვახტანგი
21:11 12-08-2024
1
მაგარი მეამიტი ერი ვართ ტიპი იმ შეხვედრაზე არ იყო მარა ისეტი ინფო აქ გეგონება იქ იყო ხალხნო გაიგეტ არცერტ მხარეს არ აწყობს ინფორმაციის გარეთ გამოტანა ამიტო ეს ყველაფერი არი ჭორი და ასეტებმა ფული რო იშოვნონ ამიტო ნებისმიერ ჭორს მოიგონებენ თან ისეტს რომ ვერცერტ ოფიციალურ პირთან ვერ გადაამოწმებთ რატო ჩქარობტ არ მესმის იმაზე ადრე მაინც ვერ მოხდება ჰოდა მოითმინეტ 3 კვირა რო არ მოხდეს მერე დაიწყებთ ლივერპულის გინებას როგორ არ იყიდაო იქნება და არც ქონია გეგმაში
ნოდო
19:55 12-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული