მამაცაშვილი "იბერიადან" შვედურ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი საბა მამაცაშვილი კარიერას "სირიუსში" გააგრძელებს. ინფორმაცია შვედური კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.

საბამ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ასე რომ, "იბერიას" ყოფილი ფეხბურთელი შვედეთში ითამაშებს.

"ვამაყობ, რომ "სირიუსში" მოვედი, ეს შესანიშნავი შანსია და ბევრს ვიმუშავებ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო და გუნდი გავაძლიერო", - თქვა საბამ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.

21 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა, შარშან ის იჯარით „გაგრაში“ თამაშობდა. "სირიუსი" შვედეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 27 ქულით მერვე
ადგილზეა, 17 აგვისტოს კი, "გიოტებორგს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ევროპაში გააღწია და ალბათ ეს იყო მისი მიზანი,მაგრამ შენ გუნდს ევროთასზე რომ აქვს თამაში,ამ დროს მიტოვება და გაქცევა,რამდენად სწორია?რამდენიმე დღით დარჩენა და ერთი თამაშის ჩატარება,შვედებისთვის არა მგონია მიუღებელი ყოფილიყო.რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ ასე უკანმოუხედავად რომ გარბიან აღმზრდელი გუნდებიდან,ამიტომაა,მიმღებ კლუბებშიც უპატივცემულოდ რომ ხვდებიან ქართველ ახალგაზრდებს.ეს ხომ არც პირველი შემთხვევაა და არც მეორე.კაპიტნებიც კი გარბოდნენ,ევროთასზე თამაშის წინა დღეს,საკუთარი კლუბებიდან.
სოსო
20:08 13-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული