კვარაცხელიას "ნაპოლისთვის" მძიმე წინასწარმეტყველება - Opta-ს სუპერკომპიუტერმა მომდევნო სეზონისთვის სერია A-ს გუნდების შანსები ჩამოთვალა

AutoSharing Option
ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Opta-ს სუპერკომპიუტერმა მომდევნო სეზონისთვის სერია A-ში გუნდების შანსები გამოთვალა.

საინტერესოა, რომ ამ მოცემულობით ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ევროტურნირების მიღმა რჩება და სულ რაღაც მე-8 ადგილს იკავებს, საბა საზონოვის "ტორინო" კი მე-10 პოზიციაზეა.

Opta-ს სუპერკომპიუტერი ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად "ინტერს" თვლის, შემდეგ კი "ატალანტა", "იუვენტუსი", "მილანი" და "რომა" მოდიან.

აღსანიშნავია, რომ "პარტენოპეიზე" უკეთეს შანსებს უწინასწარმეტყველებენ "ბოლონიასა" და "ლაციოსაც". შედეგებს თქვენ თავად შეგიძლიათ გაეცნოთ. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
მე-8 არა მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ზონაში თუ მოხვდება,უკვე კარგია.ოღონდ კონტემ დროზე ადრე თუ არ დატოვა გუნდი.თუ დაინახა რომ არაფერი გამოსდის,რეპუტაციის შენარჩუნების მიზნით შეიძლება გადადგეს კიდეც.ჯერ ამ გუნდს არაფერი ეტყობა გამოკეთების და ვერონასთან ვნახავთ თუ აქვთ პროგრესი.
მირო
13:17 15-08-2024
0
სავარაუდოდ ეგრეც იქნება.მოდენასთან გამოჩნდა რა გუნდიც არის,ჩვეულებრივი სოფლის გუნდია.
ლაშა
08:01 15-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული