კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „ბანიკთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
პირველი შეხვედრა დანიურ გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული, ჩეხეთში ძირითად დროში 0:1 დამარცხდა, ორი დაპირისპირების შედეგად ფრე, 1:1 დაფიქსირდა, ექსტრა ტაიმები დაინიშნა, რომელშიც ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი „კოპენჰაგენმა“ 2:1 იმარჯვა.
სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი მე-60 წუთზე ბირგერ მელინგის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე.
პლეი-ოფში „კოპენჰაგენი“ შოტლანდიის „კილმარნოკს“ შეხვდება - 22 აგვისტოს საკუთარ მოედანზე, ხოლო 29 აგვისტოს სტუმრად.
ოსტრავა. „ვიტკოვიცე არენა“
ბანიკი - კოპენჰაგენი 1:0
გოლი: პრეკოპი (42)
"კოპენჰაგენში" გოჩოლეიშვილის დებიუტი ევროტურნირის მატჩში შედგა
უფრო გამოცდილია დანიური კლუბი
მომავალ წელს შეიძლება ითამაშონ