რა აფერხებს მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერს? - Relevo განმარტავს

AutoSharing Option
ესპანური Relevo-ს ცნობით, გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე ვალენსიაში თავისი კლიენტის "ლივერპულთან" ტრანსფერს დაახლოებით 35 მილიონ ევროდ ათანხმებს, თუმცა "ღამურები" 40 მილიონის მიღებას იმედოვნებს.

"ლივერპულს" უნდა მამარდაშვილი შეიძინოს და ერთი სეზონით სხვა გუნდში გაუშვას, მაგრამ არსებობს პრობლემა: პრემიერლიგის რეგლამენტით კლუბს ერთი სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელის ყიდვის და მაშინვე ინგლისის სხვა გუნდში განათხოვრების უფლება არ აქვს, ამიტომ ერთ-ერთ ვარიანტად ტრანსფერის გაისად დასრულება, იქამდე კი იჯარით "ბორნმუთში" გადასვლა განიხილება.

დღეს მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა, ხოლო მწვრთნელმა რუბენ ბარახამ განაცხადა, რომ ქართველის თაობაზე
ჯერ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ და ის "ბარსელონასთან" მატჩისთვის ემზადება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თქვენი ვერაფერი გავიგე ღმერთმანი, აკი უკვე გადავიდაოო,აღარ ვერჯიშობსოო ასე და ისეოო-ეხლა ოფიციალურად არავის მიუმართავსო....არ მესმის ვის რაში სჭირდება ორღობის ჭორები-გასული სეზონი კვარას მსურველ კლუბებსა და ხელფასზე წაიღეთ ტვინი ეხლა ეს...ფაქტიურად ორივე სშუალო დონის კლუბებში იწყებს ახალ სეზონს, როგორც ჩანს ბობოლა კლუბებს კალთები არ დაუხევიათ არც ნაპოლისთვის და არც ვალენსიასთვოს.
avto manjgalaze
12:46 17-08-2024
1
https://youtube.com/shorts/URvgnYUq70U?si=AZRso1uWck3oeJZ5

სკეპტიკოსებო, იქნებ აზრზე მოხვიდეთ, სად ეპატიჟებიან
ზურა
11:55 17-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული