წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ჩვენებური "პარტენოპეისთან" ახალ შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი და სეზონურად დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ეს ცერემონია "ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მამის ლუიჯი დე ლაურენტისის მიერ დაარსებული კომპანია Filmauro-ში შედგება, რომელიც ფილმების გადაღებასა და მის გაყიდვას აწარმოებს.
მოკლედ, კონტრაქტის ვადის გაგრძელება არის კარიერის სრულად ამ არშემდგარ კლუბზე ჩამოკიდება (ხვიჩას მასშტაბისთვის ვგულისხმობ, თორემ ბევრისთვის შეიძლება ოცნების პიკიც კი იყოს). 28-29 წლის ასაკში არცერთ გრანდს აღარ ენდომება ხვიჩას წაყვანა ლავრენტას იმ მომენტისთვის წაყენებული პირობებით. აგერ ფაქტი - ოსიმენს ყიდის ტიპი და არავის მოყავს. კი ბატონო, ცუდი ხასიათი აქვს, მაგრამ მთლად ეგეთი ჩამოსაწერი ფეხბურთელიც არაა, ნორმალური ფასის შემთხვევაში მყიდველი რომ არ ყავდეს.