საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ტორინომ" "მილანთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს პირველ ტურში „ტორინო“ გასვლაზე „მილანთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ტურინული გუნდი 2:0 იგებდა, მაგრამ ბოლოს ორი გოლი და გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

25 აგვისტოს „ტორინო“ „ატალანტას“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ტორინო 2:2
გოლები: 0:1 ტიავი (30), 0:2 საპატა (68), 1:2 მორატა (89), 2:2 ოკაფორი (90+5)

„ემპოლი“ და „მონცა“ უგოლოდ დაზავდნენ. მასპინძელთა მცველი საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.

altდასაფასებელი საქციელი - აი, ასე გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებს ტრიბუნებიდან

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
რავი ეს ბიჭი აშკარად უიღბლო ყოფილა. შევიდა მინდორზე და 2 გოლი გაუშვა ტორინომ:( პირველი აშკარად მისი ბრალია (მორატა ვერ დაკეტა) და მეორე ნაწილობრივ, იმ ზონაში საიდანაც გოლი გავიდა ესეც უნდა ყოფილიყო. იმედია მწვრთნელი არ აითვალწუნებს ამის გამო. ძალიან მინდა რომ ამ ბიჭმა წარმატებას მიაღწიოს!
ggggg
09:58 18-08-2024
0
მართლა უიღბლობაა - შევიდა და გოლი მიიღო ტორინომ, არადა მთლად საბას ვერ დააბრალებ - კარში დარტყმულს შეუცვალა მორატამ მიმართულება და ლოგიკურია რომ საბა ვერ აყვებოდა სიტუაციას - წამების შესული უთამაშებელი ცენტრ. მცველი ვერ ჩაჯდება მაშინვე რიტმში. მეორე გოლი - საბა არაფერ შუაშია, მაგრამ საბოლოოდ სამწუხარო ფაქტია - 10 წთ ითამაშა და 2 გოლი გაუშვეს ცენტრიდან.
1

სიახლეები პოპულარული