შეხვედრის დასრულებისას ესპანური კლუბის ფანები სკანდირებდნენ: "გიორგი დარჩი".
კორონას თქმით, "მამარდას" შესახებ კონკრეტული კლუბებისგან დაინტერესება ნამდვილად არსებობს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.
"შეხედეთ ფანებს, თუ როგორ სურთ გიორგის აქ დარჩენა, შესანიშნავი ჟესტი იყო. სხვადასხვა კლუბებს მისი დამატება ნამდვილად სურთ, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია და ის ამ მომენტისთვის ჩვენთანაა.
შეგახსენებთ, "მამარდას" გადაბირებასთან ყველაზე ახლოს "ლივერპულია", "სქაუზერები" გიორგის შეძენის შემდეგ მის "ბორნმუნთში" განათხოვრებას გეგმავენ.
მამარდაშვილის "ვალენსიამ" სახლში "ბარსელონასთან" მარცხი განიცადა [VIDEO]