მიქაუტაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ლიონი" "რენთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ გასვლაზე „რენთან“ 0:3 დამარცხდა.

მასპინძლები ბურიჟოს და გუირის გოლებით დაწინაურდნენ და მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ პირისპირ გასულ ბლასს მეკარე პერიმ არ გაატანინა. სტუმრები ბევრს უტევდნენ, მიქაუტაძე აქტიურობდა და მასთან უხეშობისთვის ოსტეგორმა ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, გუირიმ ბურთი ძელს გაარტყა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ფოფანამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ქართველმა ვერ გამოიყენა - მისი დარტყმული ბურთი მეკარე მანდანდამ მოიგერია. ბოლოს „ოლიმპიკის“ კარი მეისტერმა დალაშქრა და „რენმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

24 აგვისტოს „ლიონი“ „მონაკოს“
უმასპინძლებს.

რენი. „როაზონ პარკი“
რენი - ლიონი 3:0
გოლები: 1:0 ბურიჟო (19), 2:0 გუირი (21), 3:0 მეისტერი (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: მიქაუტაძე (72)

მკითხველის კომენტარები / 21 /
პენალტის ვერ გატანა... ცუდია!!!
tngh
15:28 19-08-2024
1
თამაშს თუ უყურეთ ყველაზე გამორჩეული იყო მოედანზე. პასებს ერთი შეხებით ძალიან დიდი სიზუსტით აკეთებდა. დაცვაში შეცდა მეორე ტაიმში ორჯერ დასახმარებლად ჩასული და პენალი ნერვების გამო ვერ გაიტანა. თU უყურეთ დარტყმულს ფეხიც ბურთს ვერ მოარტყა სწოორად. ეს ღელვის გამოა. ეგ არაფერი გამოასწორებს. მაგრამ მაგათ დაცვას რა გამოასწორებს? ნაპოლიზე უარესი დაცვა აქვთ. მატიჩის გარდა, რომელიც ძალიან შენელებულია ჩელსის დღეებიდან დონეზე ვერც ერთი ვერ არის.
simartle
14:53 19-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული