"ფანებს ბოდიშს ვუხდი, ეს პრობლემები ადვილად ვერ მოგვარდება, რაც შეეხება "კვარას"..."- რა თქვა კონტემ "ვერონასთან" მარცხის შემდეგ?

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ვერონასთან" 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ Sky Sport-თან ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა.

"პირველ ტაიმში მხოლოდ ჩვენ ვთამაშობდით, მეორე ნახევარში კი ყველაფერი გაუარესდა. ასეთი თამაში მიუღებელია და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ყველა მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. აქ იმისთვის ვარ, რომ "ნაპოლის" დავეხმარო, თუმცა პრობლემები რომლებიც აქ დამხვდა, ადვილად ვერ მოგვარდება.

რაც შეეხება "კვარას", მან თავის არეში დარტყმა მიიღო და შეცვლა თავად მოითხოვა. მის მდგომარეობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.

ოსიმენი? მასზე კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ჰკითხოთ და არა მე. ვიქტორი განცალკევებით ვარჯიშობს. ამ შემთხვევაში მე უბრალოდ მაყურებელი ვარ და სიტუაციას ვაკვირდები", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატში მორიგ მატჩს 24 აგვისტოს, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს.

altნებადართული ნადირობა კვარაცხელიაზე - როგორია მისი მდგომარეობა?

altხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანეს - "ნაპოლიმ" სერია A საშინელი მარცხით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
პრობლემები რომ ბევრი იყო კლუბში და თანაც სერიოზული, ამიტომაც გადაგიხადეს სეზონში 8 მილიონი ანტონიო, რაც სერია ა-ს მასშტაბით მწვრთნელთაგან არცერთს აქვს, მათ შორის სიმონე ინძაგისაც, რომელმაც ინტერი გააჩემპიონა და რომლის გასამჯელო 5.5 მილიონია სეზონში.

პრობლემა სწორედ ისაა, რომ თანხმდები პირობებს, იბარებ გამოფიტულ გუნდს, რომლის გაძლიერებას სპინაცოლას და მაძოკის ხარჯზე აპირებ, ამ დროს ცენტრალური ფორვარდი არ გყავს, ვერ უზრუნველყოფ იმას, რომ გუნდის ლიდერი, რომელმაც შარშან მთელი სეზონი ის ათრია, პირობები დაუკმაყოფილდეს, ვერ აწარმოებ სათანადო სელექციას, დაცვის ხაზში რაჰმანის, ჟეზუსის და კარში მერეტის იმედად ხარ. მსგავსად და კიდევ უკეთესად გუნდს კალცონა და გარსიაც ათამაშებდნენ და მაშინ რატომ გადაგიხდის დე ლაურენტისი 6 მილიონით მეტს?

კატასტროფა იყო გუშინ ნაპოლის თამაში ყველა თვალსაზრისით. კვარა სანამ იყო მოედანზე ასე თუ ისე კიდევ რაღაც იქმნებოდა, მეორე ტაიმში კი დარჩა ჩვეულებრივი სოფლის გუნდი, რომელსაც სისწრაფეებში , კრეატიულობასა და საშემსრულებლო ოსატტობაში უამრავი ხარვეზი გამოეკვეთა, ლოგიკური შედეგიც დადგა და ვერონას ყაიდის გუნდთან 3:0 დამარცხდა.

ძალზედ სწრაფად თუ არ გამოიტანა შესაბამისი დასკვნები და რაც მთავარია სხარტად თუ არ იმოქმება კლუბის მენეჯმენტმა, შარშანდელი შედეგიც კი საოცნებო გაუხდება ნაპოლის, ყველაზე საწყენი კი ისაა, რომ ამ ჭაობში ჩარჩა კვარაცხელიაც.

პ.ს ტრადიციას არ დავარღვევ - მოკითხვა ჯუღელს!
ABARA
11:50 19-08-2024
3
დამარცხება ერთია და გოლს რომ ვერ გაიტან მეორე
გიო
10:37 19-08-2024
0

სიახლეები პოპულარული