Marca: მამარდაშვილი ასე ახლოს, მაგრამ ასე შორს "ლივერპულთან"

AutoSharing Option
"მარკამ" გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიადან" "ლივერპულში" შესაძლო გადასვლაზე წერილი გამოაქვეყნა სათაურით - მამარდაშვილი ასე ახლოს, მაგრამ ასე შორს "ლივერპულთან".

გამოცემა წერს, რომ ქართველი მეკარის თაობაზე ბოლო 10 დღეში მერსისაიდელებმა სამზე მეტი შეთავაზებით მიმართეს "ვალენსიას", მაგრამ უარი მიიღეს და 40 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვაზე არ თანხმდებიან.

"ლივერპული" 40 მილიონთან მიახლოებული თანხის გადახდაზე თანახმაა, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ და კლუბები ამ კვირაში სიტუაციის ჩიხიდან გამოყვანას შეეცდებიან.

აღნიშნულია, რომ კლუბები ერთგვარი სატრანსფერო ცივი ომის პირობებში იმყოფებიან, ფეხბურთელი პრემიერლიგის გუნდში გადასვლაზე თანახმაა, მისთვის დრო მტანჯველად იწელება,
"ღამურების" პრეზიდენტი პიტერ ლიმი ყოველ ჯერზე ფასის თამასას მაღლა სწევს და მოლაპარაკებები ყველაზე დაძაბულ ფაზაშია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
"პრეზიდენტი პიტერ ლიმი ყოველ ჯერზე ფასის თამასას მაღლა სწევს" - რამდენათ შეიძინეს მამარდა? რამდენი მოუტანა მამარდამ გუნდს?
და ოდნავათაც არ უწევენ ფასს, რომ მამარდას ინტერესებიც გაითვალისწინონ!
არაფერი ადამიანური მამარდას მიმართ არა აქვთ.

ეგრე ექცევიან კვარასაც.

ამის შემყურე, არავითარი სიმპატია აღარ მაქვს არც 'ნაპოლის", არც "ვალენსიას" მიმართ!
გია_544
23:51 19-08-2024
1
კაპიკებში ნაყიდი ქართველი ფეხბურთელებით უნდათ გამდიდრება,ფიფია მიბაძე ევროპელებს!!
ბექა
00:12 20-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული