"შეხედეთ ფანებს, როგორ სურთ მისი აქ დარჩენა" - "ვალენსიას" სპორტულმა დირექტორმა მამარდაშვილზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლა ლიგის პირველ ტურში "ვალენსიასა" და "ბარსელონას" (1:2) მატჩის შემდეგ "ღამურების" სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ კორონამ გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის დასრულებისას ესპანური კლუბის ფანები სკანდირებდნენ: "გიორგი დარჩი".

კორონას თქმით, "მამარდას" შესახებ კონკრეტული კლუბებისგან დაინტერესება ნამდვილად არსებობს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"შეხედეთ ფანებს, თუ როგორ სურთ გიორგის აქ დარჩენა, შესანიშნავი ჟესტი იყო. სხვადასხვა კლუბებს მისი დამატება ნამდვილად სურთ, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია და ის ამ მომენტისთვის ჩვენთანაა.

შეგახსენებთ, "მამარდას" გადაბირებასთან ყველაზე ახლოს "ლივერპულია", "სქაუზერები" გიორგის შეძენის შემდეგ მის "ბორნმუნთში" განათხოვრებას გეგმავენ.

alt

მამარდაშვილის "ვალენსიამ" სახლში "ბარსელონასთან" მარცხი განიცადა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
რომ გავარდება ლალიგიდან ეგ შენი დიდი გუნდი მერე იჭიკჭიკე ეგრე.
მერაბი ბებია გარახა чხოროცყუს
23:33 18-08-2024
1
თამაშობენ გრანდებში, ისეთ გუნდებში კი არა, რომელიც შეიძლება გავარდეს, ასე შეიძლება ვალენსია ლა ლიგა2-ში გავარდეს და იქაც უნდა გაყვეს? იქაც ეყვარება ვალენსიას ფანებს, რა სისულელე, ქინქლაძე ეგრე ჩაყვა სიტის მესამე ლიგაში და დაიღუპა კარიერა.
გიორგის
21:38 18-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული