AS: მამარდაშვილმა "ბორნმუთში" გადასვლა არ ისურვა - საკითხი თითქმის გადაწყვეტილია

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, გიორგი მამარდაშვილს "ლივერპული" შეიძენს და იჯარით "ვალენსიაში" დატოვებს.

გამოცემა საკუთარ წყაროზე და Geo Team-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მამარდაშვილს "ბორნმუთში" თამაშის" სურვილი არ აქვს, რადგან ვალენსიაში თავს კარგად გრძნობს, გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ და "ლივერპულში" ალისონის წასვლის შემდეგ გადავა.

ერთი სიტყვით, კლუბებმა 40 მილიონ ევროზე პოზიციები შეაჯერეს, რაც სამივე მხარეს აწყობს და მალე კონტრაქტსაც გააფორმებენ. აღნიშნულია, რომ გადამწყვეტი გიორგისთვის მწვრთნელის, რუბენ ბარახას მისდამი დამოკიდებულება გახდა, რომელმაც "ბარსელონასთან" მატჩში ძირითადში დააყენა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არ ვიცი ვინ ურჩია მაგრამ აშკარად არასწორი გადაწყვეტილებაა, თუ ინგლისში აპირებს გადაბარგებას ერთი წელი ბორნმუთში იდეალური იქნებოდა ადაპტაციისთვის, რაღაც ქედმაღლობის ამბავი მგონია უფრო ვითომ იუკადრისა ეხლა იჯარით დაბალი დონის გუნდში გადასვლა, მაგრამ არც ვალენსიაა გრანდი და არანაირ ევროთასებზე არ გამოდის. რაღაც ან მე არ მესმის ან ამ ჩვენ ფეხბურთელებს აშკარად არ უვარგათ აგენტები, მიქაუტაძეს მონაკოს ვარიანტი ჰქონდა რომელიც ლიგაზე გამოდის და ლიონი არჩია, ხვიჩას პსჟ-ს ვარიანტი ჰქონდა და ნაპოლიში დარჩა, მამარდას პრემიერლიგის ვარიანტი აქცს და ვალენსიაში რჩება, მერე ბოლოს არავის გაგიკვირდეთ ნაკრები შედეგს რომ ვერ დადებს და მწვრთნელს და ფედერაციას არ დააბრალოთ
მამუკა
01:01 21-08-2024
13
რამდენი ხმაური იყო. და ყველა ჩვენი ვარსკლსვი თავ-თავის პატარა ამბიციის კლუბებში ჩარჩა. ერთი.მიქაუტაძე გადავიდა საშუალო დონის ლიონში
geno
23:31 20-08-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული