"ლივერპულის" ზაფხულის პირველი შენაძენი - გადაწყდა, მამარდაშვილი ამ კვირაში ინგლისური გრანდის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს, 21 აგვისტოს "ლივერპულისა" და "ვალენსიას" წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რო გარიგება ამ კვირაში ოფიცილურად უნდა დასრულდეს, ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ქართველი "მერსისაიდელთა" ფეხბურთელი და 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი ოფიციალურად გახდება.

გიორგი 1 სეზონით "ვალენსიაში" იჯარით დარჩება, შემდეგ კი "ლივერპულში" გადაბარგდება და ალისონს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ სეზონის შემდეგ სავარაუდოდ, "ენფილდს" დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან კარგია
0
35 წელია ლივერპულის ქომაგი ვარ,სამი წელია არც ერთი თამაში არ გამიცდენია და ბედნიერი ვარ რომ გიორგის ვნახავ ლივერპულის,მსოფლიოს ერთი საუკეთესო კლუბის მაისურით.
რაჟა
18:44 21-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული