პირსს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი გაჟღერებული ამბავი სანდოობით გამოირჩევა.
"გეტყვით, რატომ მოყავთ მამარდაშვილი. როგორც მე ამიხსნეს და ჩემამდე ინფორმაცია მოვიდა, მამარდაშვილის ტრანსფერით "ლივერპულმა" გრძელვადიანი მემკვიდროება დაგეგმა.
კლუბში ამ ბიჭზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და მიაჩნიათ, რომ ბაზარზე ის თანხა, რომელიც მის სანაცვლოდ უნდა გადაიხადონ, სრულიად მისაღებია.
გუნდში ფიქრობენ, რომ მეკარის დაბევება და მისი 1 წლის შემდეგ
ვიღცას წლების წინ (10-20-30 ან მეტი) მსგავსი სცენარით (რაც მამარდას ცხოვრებაში განვითარდა) კინო რომ გადაეღო, მაგარს დავცინებდი და, ალბათ, მარტო მე არა, IMDB-ზე, ალბათ, 4,6/10 ექნებოდა მასეთ კინოს რეიტინგი "საიდანღაც ყურით მოთრეული ვითომ სცენარის" გამო..
წავიდოდა განხილვა: რაღა, მაინცდამაინც, ეს დაბალი რეიტინგის გუნდი შეარჩიეს? კაი, ჰო, ჯანდაბას.. რაღა მაშინ გამოვიდნენ მწობრიდან ამხელა "სტატუსის" მეკარეები ზედიზედ? რაღა ეს ამოიყვანეს მეორე გუნდიდან ისე, რომ არც კი უცდიათ თუ როგორ ითამაშებდა მეორე გუნდში? რაღა ამას ანდეს? რაღა ამის თამაშის დროს წავიდა ბურთები მის ხელში? და, კაროჩე, მიზეზები რა.. როგორც კინო, უვარგის ზღაპრად შეფასდებოდა რადგან, ერთის შეხედვით, უფრო ადვილია ნაცარქექიამ ქვას გამოადინოს წვენი, ვიდრე "არსაიდან" (ევროპული გრანდების მასშტაბით) მოსულმა ბიჭმა დაიპყროს მწვერვალები და რეკორდები რეკორდებზე ხსნას და ამყაროს წაღმა-უკუღმა.. თანაც, ახლა ლივერპულიო..
ახლა ამდენი რატომ დავწერე... აწი ყველანაირი ზღაპრის მჯერა..
დევი მომიყვანეთ - წვენი უნდა გამოვადენინო, მე მაგის..