"ოსიმენი კომფორტის ზონაშია, მაგრამ კვარას ამას როგორ აუხსნიან?" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა პეპე იანიჩელიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ "პარტენოპეი" ოსიმენის საკითხს სასწრაფოდ არ მოაგვარებს, ეს გუნდის გასახდელში არეულობას გამოიწვევს.

"ოსიმენის მშვენივრად მესმის, ის ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ მისი გასხვისება ვერ მოხერხდა, ნიგერიელი კომფორტის ზონაში დარჩება. მაგრამ ამას "კვარას" როგორ აუხსნიან? ასევე იმ სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც ამ თანხის მეათედს გამოიმუშავებენ. ვფიქრობ, ეს გასახდელში არეულობას გამოიწვევს", - განაცხადა იანიჩელიმ.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენის დამატებით ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსი" ინტერესდება, თუმცა "ნაპოლი" ნიგერიელის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს
ითხოვს.

altმძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება - ოსიმენის?

altაი, როგორ გუნდში ახერხებს ამდენს კვარაცხელია: დრო გაძლიერება-სწავლისთვის და ავანსები, რომელმაც ვერ გაამართლა...

altმამარდაშვილიდან კვარაცხელიამდე - "ნაპოლის" მწვრთნელს პრეზიდენტთან უკვე აალებადი ურთიერთობა აქვს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოსიმენში კაპიკსაც არ გადავიხდიდი! მაგის რაღაც კლასიკური მაღალი დონის თამაში მე არ მინახავს. ხვიჩა ათი თავით მაღლა დგას.
ბადრი
13:15 23-08-2024
6
ხვიჩას მიხედეთ , ხვიჩას! უკმაყოფილო კვარა ოსიმენზე მეტ არეულობას გამოიწვევს გუნდში...ასეთი რა დაპირდა კონტე კვარას, რომ წასვლა გადააფიქრებია? პირველი თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , არაფერს ღირებულს...
ბესო
15:58 23-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული