ხვიჩა, დღეს ისევ შენ უნდა გაიტანო, ხასიათი გამოგვისწორო და დამიანეს მიუძღვნა! - ქართველი ლეგიონერებისა და მათი კლუბების პრობლემები...

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერებსა და მათ კლუბებს ნაკლებად წარმატებული პერიოდი უდგათ, განსაკუთრებით, ტოპლიგებში (სამწუხაროდ, მიქაუტაძე ფორვარდის პოზიციაზე ვერ ვიხილეთ). ტურის გახსნის პატივი გიორგი მამარდაშვილს (პარასკევს) ერგო - "სელტა" VS "ვალენსია" 3:1("მამარდამ" პენალტი მოიგერია). პარასკევსვე დაინიშნა მეორე ბუნდელიგის მატჩი ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუესა" და "ელფსბერგს" (3:2. ბუდუს საგოლე პასი) შორის. ყველაზე გვიან, დღეს, 25 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ვისაც ვაჟის შეძენას ვულოცავთ!.. "კვარას" გუნდს საშინელი სტარტი ჰქონდა და ვითარება გამოსასწორებელია, ჩვენებურს კი როგორც ქართველი, ასევე იტალიელი გულშემატკივრების ხასიათზე მოყვანა ჩვევია.

ნეაპოლელებმა, რომლებიც ჩემპიონობის შემდეგ ევროტურნირებზეც ვერ გავიდნენ, პირველ ტურში "ვერონასთან" (0:3) წააგეს. ანტონიო კონტეს გუნდი ახლა "ბოლონიას" უმასპინძლებს.

სატრანსფერო ქაოსი ჯერ სახეზეა. ვიქტორ ოსიმენს აქაურობა კვლავ არ დაუტოვებია, რომელუ ლუკაკუს მოსვლაც იგვიანებს (მომავალ კვირაში იგეგმება) და შესაბამისად, ფორვარდის პრობლემა არსებობს.

"ფიორენტინაში" საკმაოდ წარმატებული (ორი ევროტურნირისა და იტალიის თასის ფინალი) მუშაობის შემდეგ, ვინჩენცო იტალიანო ეცდება, "ბოლონიას" საკუთარი ხელწერა დაატყოს. მოგეხსნებათ, ტიაგო მოტა "იუვენტუსში" გადავიდა. ბოლონიელები ფეხბურთელების მხრივაც დასუსტნენ, კალაფიორს "არსენლაში", ზირკეს კი "მანჩესტერში" ვხედავთ.

პირველი ტურის შემდეგ, ნეაპოლელების მთავარი სიახლე დავიდ ნერეშია. ის ახალ ტაქტიკაში მატეო პოლიტანოს ალტერნატივად უნდა მივიჩნიოთ. ცნობისთვის, მატეოს 21709 პროფესიულ წუთში 61 გოლი აქვს გატანილი, მასთან ერთად კი 40 შედეგიანი პასიც შეასრულა. პოლიტანო სულ ოცდაათჯერ გააფრთხილეს.

კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი "ბოლონიას" ვეღარ შეუტევს...

Sportall.Ge

ანტონიო კონტეს შედეგი აუცილებლად სჭირდება, რადგან მისი ურთიერთობა პრეზიდენტ დე ლაურენტისთან, პირველივე ტურის შემდეგ, აალებადი და კრიტიკულია. ამისთვის "ბოლონია" იდეალური ვარიანტი ნამდვილად არაა, დაძაბულ შეხვედრას ველით.

ხვიჩა კვარაცხელია წინა მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს და კარგად დავინახეთ, ის ამ გუნდში რამხელა განსხვავებას ქმნის. "კვარა" ეცდება, გაიტანოს და გოლი პატარა დამიანეს მიუძღვნას.

თუკი ახალწვეული ბონჯორნო სრულად მომჯობინებას ვერ შეძლებს, სასტარტოში ალბათ, კვლავ ჟესუსს ვიხილავთ, რომელიც აშკარად ცუდ ფორმაშია. კარგი არც კაპიტან დი ლოდენცოს ცენტრალური მცველობა ყოფილა. იმედია, სპინაცოლა იმ დონეს გვაჩვენებს, რომელსაც მისგან შეჩვეულები ვართ...

"ნაპოლის" "ბოლონიასთან" არ უჭირს, 35 მატჩიდან 20 მოუგო და 194 გოლი გაუტანა. გასულ სეზონში ჩვენებურის თანაგუნდელებს ბოლონიელთა კარი არ აუღიათ (0:2/0:0). მათთან 8 დაპირისპირებაში ვიქტორ ოსიმენს 5 გოლი აქვს გატანილი. საჩემპიონო სეზონში ქართულ-ნიგერიული კარგი და შედეგიანი კომბინაცია ვნახეთ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ტურინელი ლუკა პაირეტო იქნება. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაც მან განსაჯა, როცა "ბოლონიამ" "მარადონაზე" (2:0) მოიგო. გასულ სეზონში ლუკამ ქართველის გუნდის სამ მატჩში იმსაჯა და სამივე ნეაპოლელებისთვის წარუმატებლად ( 1:1 "კალიარისთან" და 0:3 "ატალანტასთან").

ქართველების სხვა მატჩები:

იტალია, სერია ა:

დღეს

20:30 სთ, ტორინო (საზონოვი) - ატალანტა;

22:45 რომა - ემპოლი (გოგლიჩიძე).

იტალია, სერია ბ:

შაბათი, 22:30

სპეცია - ფროზინონე (კვერნაძე 78-ე წუთიდან) 2:1;

კრემონეზე (ლოჩოშვილი 93-ზე შევიდა) - კარარეზე 1:0.

ესპანეთი, ლა ლიგა 2:

შაბათი

19:00 ფეროლი - გრანადა (წიტაიშვილმა 72 წუთი ითამაშა) 0:1;

21:00 ლევანტე (ქოჩორაშვილი -90 წუთი) - კადისი 1:1.

საფრანგეთი, ლიგა 1:

შაბათი

19:00 ლიონი (მიქაუტაძემ მე-17 წუთიდან ითამაშა) - მონაკო 0:2;

23:00 სტ. ეტიენი (დავითაშვილი - 62 წუთი) - ლე ავრი 0:2.

ინგლისი, ჩემპიონშიპი:

შაბათი, 18:00

უოტფორდი (ჩაკვეტაძე - 90 წუთი, გააფრთხილეს) - დერბი 2:1.

ავსტრია, ბუნდესლიგა:

შაბათი, 21:30

შტურმი (კიტეიშვილი - 90 წუთი) - ალტახი 2:1.

altდავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ისე წააგო და უგოლოდ და უქულოდაა

alt"შტურმმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

altმიქაუტაძემ "მონაკოსთან" წაგებულ მატჩში ითამაშა - რამდენად მართებული არჩევანი გააკეთა ქართველმა?

altჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "დერბის" თამაში შემოუტრიალა და თანალიდერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
დღეს არავითარი ვალდებულება! შენს დონეს არ დაუწიო და დატკბი შენი სამუშაოთი! კიდევ უამრავ ფინტს, ლამაზ გადაცემებს და შედევრალურ გოლებს გაიტან და ყველას გაგვახარებ! ვალდებულება მხოლოდ ნაკრების შემადგენლობაში!!! ხვიჩა, წარმატეტები!!!
გიორგი
16:03 25-08-2024
7
"ხვიჩა, დღეს ისევ შენ უნდა გაიტანო, ხასიათი გამოგვისწორო და დამიანეს მიუძღვნა!" - კი, ასე ქენი კვარა, თავი არ დაზოგო, მერე რა, რომ შენზე პირდაპირ ნადირობენ და მსაჯები ამას "ვერ ხედავენ", ფეხიც რომ მოგტეხონ და კარიერა დაგასრულებინონ, გოლი უნდა გაიტანო, ეგ უვარგისი ნაპოლიც მთელი სეზონი ზურგით უნდა ათრიო (შარშანაც ამას აკეთებდი, ვინ დაგიფასა...), თახსირი ლაურენტესიც უნდა ასიამოვნო, რომელიც იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს დამსახურებულ ანაზრაურებას არ აძლევს და, ამავე დროს, გუნდში ახლახან გადმოსულ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაპოლის წინაშე არავითარი დამსახურება არა აქვთ, მილიონებს ურიგებს... ქართველებს და საქართველოს ნაკრებს რომ სჭირდები ეს არაფერი?
სრულიად
ბესო
14:30 25-08-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული