საზონოვმა შეიძლება "ტორინო" დატოვოს

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა შეიძლება "ტორინო" დატოვოს.

საზონოვს გასულ სეზონში მწვრთნელის, ივან იურიჩის ხელმძღვანელობისას თამაში იშვიათად უწევდა, გუნდის ახალმა თავკაცმა, პაოლო ვანოლიმ ის "მილანთან" მატჩის დასასრულს შეიყვანა შეცვლაზე და იმედები ვერ გაუმართლა.

ტურინული კლუბი შეთავაზების შემთხვევაში, საზონოვს გაყიდის (3 მილიონ ევროდ) ან იჯარით გაუშვებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ვალენსიამ მაინც იყიდოს,ისედაც უფსკრული აქვთ დაცვის ცენტრში.იქ თან არ გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა.
მეზღვაური
02:45 24-08-2024
2
ფეხბურთელი რომ განვითარდეს აუცილებელია სათამაშო პრაქტიკა, ამ ბიჭს ეს არ აქვს, ამხანაგურებშიც არ ათამაშებდნენ წესიერად და მე მართლა გამიკვირდა პირველივე ტურში მილანში რომ შემოუშვეს, თან მაშინ როცა გააფთრებით უტევდა მილანი, მერე რაც მოხდა ლოგიკური იყო... წინა სეზონში გაზაფხულზე, უნდა ეთამაშებინათ და ახლა სულ სხვა დონეზე იქნებოდა.
Givi
09:28 24-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული