საზონოვმა შეიძლება "ტორინო" დატოვოს

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა საბა საზონოვმა შეიძლება "ტორინო" დატოვოს.

საზონოვს გასულ სეზონში მწვრთნელის, ივან იურიჩის ხელმძღვანელობისას თამაში იშვიათად უწევდა, გუნდის ახალმა თავკაცმა, პაოლო ვანოლიმ ის "მილანთან" მატჩის დასასრულს შეიყვანა შეცვლაზე და იმედები ვერ გაუმართლა.

ტურინული კლუბი შეთავაზების შემთხვევაში, საზონოვს გაყიდის (3 მილიონ ევროდ) ან იჯარით გაუშვებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
სწორია უნდა დატოვოს ! არც შარშან ათამაშებდნენ ვითომ ბონჯორნოს გამო და ეხლა მარტო ბონჯორნო კი არა კიდევ 3 მცველი წავიდა და ის ...ბი მაინც არ ათამაშებენ @
zura222
19:55 23-08-2024
2
სიმართლე რომ ვთქვათ,არაა საზონოვი ჯერჯერობით სერია ა-ს დონე.ბევრი შეცდომები აქვს.არ უნდა დაეტოვებინა მოსკოვის დინამო,გაზრდილიყო და უფრო დაოსტატებულიყო იქ და მერე შეეძლო გადასვლა ევროპაში.უნდა მოძებნოს ისეთი დონის გუნდი,სადაც ძირითადში ათამაშებენ,არაა აუცილებელი უმაღლეს ლიგებში.
მირო
00:04 24-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული