როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და ზივზივაძემ

AutoSharing Option
გუშინ ორი ქართველი ლეგიონერის, გიორგი მამარდაშვილისა და ბუდუ ზივზივაძის თამაშმა მიიპყრო გულშემატკივრის ყურადღება, რომელთა გარჯა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს.

სელტა - ვალენსია 3:0. სტუმართა გუნდის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პენალტი აიღო, მაგრამ, ალბათ, სამი გაშვებული გოლის გამო, არცთუ მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 6.8, whoscored 6.6, flashscore 5.6.

კარლსრუე - ელვერსბერგი 3:2. მასპინძელთა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა და 86-ე წუთზე შეცვალეს - შეფასებები: whoscored 7.3, sofascore 7.2, flashscore 7.0.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პენალი და 1 მკვდარი ბურთი აიღო მეტი რაქნას პრახადნოი დვერია დაცვა კიარა. 2 მეკარეც რო დააყენო აზრი არ აქვს
რონი
10:52 24-08-2024
2
ამ თამაშში მამარდა ნამდვილად არ იმსახურებდა მაღალ შეფასებებს.სამი გაშვებული გოლიდან ვერცერთზე ვერ იტყვი ,რომ აუღებელი იყო.პირველ გოლზე--როცა მარჯვენა ფრთა მოშიშვლებულია და იქ მოწინააღმდეგის ფეხბურთელი შემოდის ბურთის მისაღებად,მეკარე ვალდებულია თავის მცველებს ხმამაღლა მიუთითოს საფრთხის შესახებ.მეორეც, თვითონ მაინც უნდა გავარდნილიყო და დამრტყმელისთვის დასარტყმელი სივრცე შეეზღუდა.მეორე გოლის დროს კი თითქოს სიტუაცია ვერ შეაფასა და რეაქციაც დააგვიანა.მესამეზე კი საერთოდ არ განძრეულა.იყო ერთი ეპიზოდიც როცა მაღალ ბურთს მუშტი ხეირიანად ვერ მოარტყა.და ამის შემდეგ რა მაღალ შეფასებებს ელოდებოდით? მიზეზი ალბათ იმ წრეგადასულ აჟიოტაჟში უნდა ვეძებოთ რაც მის გადსვლას ახლავს ლივერპულში.ძნელია ასეთ დროს მთლიანად კოცეტრირდე თამაშზე და სიმშვიდე შეინარჩუნო.იმედი ვიქონიოთ,რომ ამ რუბიკონის გადალახვის შემდეგ ის ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება და გააგრძელებს ზრდას.
ამბაკო
15:45 24-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული