"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ Metaratings-თან ინტერვიუში "ვალენსიას" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

ჩელებაძის თქმით, გიორგი სათამაშო სტილით რინატ დასაევს ჰგავს და საკუთარ თავზე გამუდმებით მუშაობს.

-გაუწევს თუ არა მამარდაშვილი "ლივერპულის" მეკარეებს კონკურენციას?
-არამხოლოდ გაუწევს, არამედ გუნდში საუკეთესო იქნება. ის უბრალოდ შესანიშნავია. დიახ, არის გარკვეული კომპონენტები, რომლებიც უნდა გააუმჯობესოს. მაგრამ კარის ხასზე ბრწყინვალეა.

-დაეხმარა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა კარიერულ წინსვლაში?
-გეთანხმებით, ის ტურნირზე საუკეთესო იყო. ვერავინ იტყვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე მას რომელიმე სხვა მეკარემ აჯობა. მამარდაშვილი ფანტასტიური იყო. 23
წლის ასაკში უკვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლევ იაშინი, ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარე, რომელმაც "ოქროს ბურთი" მოიგო, 25 წლის იყო, როდესაც ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო.

პირადად მე, მამარდაშვილს რინატ დასაევს შევადარებდი, რომელიც ქართველზე მუდამ დადებითად საუბრობს. დასაევი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო 5 მეკარეს შორის მუდამ შედიოდა, დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამემულის შემთხვევაშიც ასე იქნება", - განაცხადა ჩელებაძემ.

შეგახსენებთ, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, მამარდაშვილი "ლივერპულთან" 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ქართველი მეკარე "მერსისაიდელებს" 2025 წელს შეუერთდება, მიმდინარე სეზონს კი იჯარის წესით "ვალენსიაში" გაატარებს.

altმამარდაშვილის აღებული პენალტი და მოგერიებული "მკვდარი ბურთი" - "ვალენსიამ" მაინც წააგო [VIDEO]

altცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერიდან

altრა თანხას გამოიმუშავებს მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ - ცნობილი გახდა, რა დეტალები დარჩათ შესათანხმებელი ინგლისელებს "ვალენსიასთან" ქართველის ტრანსფერის გასაოფიციალურებლად

მკითხველის კომენტარები / 49 /
ევროპით დავამმარცხებთ რუსეთს , წინ ევროპისკენ
ბაცოკაძე.კალატოზი.პატრიოტები
14:19 25-08-2024
4
ბევრი მოსაზრება წავიკითხე, ამიტომ მოკლედ (პუნქტებად) დავწერ ჩემს აზრს:
1. დასაევი მართლაც ჩინებული მეკარე იყო და მისი თამაშით არაერთხელ მიგვიღია სიამოვნება. თუნდაც ერთი ფაქტი - საბჭოთა ნაკრები რომ შეხვდა ინგლისს გასვლაზე და მოუგო (2:0), იქ დასაევმა არაერთი რთული ბურთი აიღო და ბრიტანელები აალაპარაკა. ასე რომ, ჩელებაძის მიერ მამარდას დასაევთან შედარება უადგილო არ არის, მით უმეტეს თუ გავითავლისწინებთ რომ რუსულ პრესას აძლევს ინტერვიუს;
2. ზოგადად არც მე მომწონს ის ტენდენცია რომ ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები ინტენსიურად ურთიერთობენ რუსულ პრესასთან და ნოსტალგიურ სტილში ქათინაურებს უძღვნიან. თუმცა, მოდი მათი პოზიციიდან შევხედოთ: საუკეთესო წლები საბჭოთა ეპოქაში (ან რუსეთში) გაატარეს, იქაურ კოლეგებთან იყვნენ დაახლოებული და ბუნებრივია, აქცენტს ამაზე იმიტომაც აკეთებენ რათა თავიანთი თავიც წარმოაჩინონ. სწორედ მაგიტომ, მე ამ ყველაფერს ღიმილით ვუყურებ;
3. ახლანდელი თაობა სულ სხვა მენტალიტეტისაა! ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ, როცა პირველად გამოჩნდნენ ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მამარდაშვილი და კიდევ რამდენიმე მათგანი, სწორედ მაშინ ვუთხარი ჩემს ბიჭს რომ
ეს თაობა ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გაიყვანს ჩვენს სამშობლოს დიდ ტურნირზე-თქო.
დასკვნა: "მოვიკლათ წარსულზე დიდებაზე ფიქრი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს!"
სიმართლე
12:15 25-08-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული