ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" ტრანსფერიდან

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს, ტრანსფერი კი სულ მალე გაოფიციალურდება. "სქაუზერები" "ღამურებს" ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდიან, შემდეგი გაყიდვიდან კი ესპანური კლუბი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს.

მოგეხსენებათ, ამ გარიგებიდან 10% თბილისის "დინამოს" ერგება. ქართული კლუბი გიორგის "ლივერპულში" ტრანსფერიდან 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, "მამარდას" "დინამოს" რიგებში არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ცნობისთვის, დიდი ალბათობით, გიორგი "მერსისაიდულ" კლუბში გადასვლის შემდეგ, იჯარის წესით ერთ სეზონს კვლავ "ვალენსიაში" გაატარებს.

altმამარდაშვილიდან კვარაცხელიამდე - "ნაპოლის" მწვრთნელს პრეზიდენტთან უკვე

აალებადი ურთიერთობა აქვს...

altრა თანხას გამოიმუშავებს მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ - ცნობილი გახდა, რა დეტალები დარჩათ შესათანხმებელი ინგლისელებს "ვალენსიასთან" ქართველის ტრანსფერის გასაოფიციალურებლად

მკითხველის კომენტარები / 14 /
აქ დინამოს მლანძღველები ხართ ყველა კომპლექსიანი ტორბედოელები, შეუმდგარი და მუდან თბილისის კომპლექსით შეპყრობილი ხალხი. ძლივს რაღაც გეღირსათ, გუნდში გყავთ ინვესტორი, იხდის იმხელა ფულებს ფეხბურთელების მოსაყვანად, მიდით და თქვენს გუნდს მიხედეთ. ხო გისისხლიანებენ ცხვირ პირს ყოველ ჩამოსვლაზე დინამოს ფანები, მეტის ღირსები ხართ. მოშორდით საერთოდ ამ ვირტუალურ სივრცეს და პოზიტივი აკეთეთ გირჩევნიათ.
დინამო
12:41 24-08-2024
0
დინამოს მწვრთნელებმა უნიჭიერეს ბიჭს ერთითამაშიც კი არ ათამაშეს და ბედისანაბრად დატოვეს რომარა მამა და რუსთავის, ლოკომოტივის, მწვრთნელები ვინიცის ახლა გიორგი სად იქნებოდა ფული კი დინამოს და მათ უნიათო მენეჯერებს რომლებმაც ვერ განჭვრიტეს მომავალი ვარსკვლავი
გიორგი
17:50 23-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული